ლიდერი პირველად დამარცხდა, ბური ტრიოშია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) | 01.10.2018 |
ლიდერი პირველად დამარცხდა და ეს მოხდა, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2005 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ გათამაშების მე-11 ტურში ლიდერი მარნეულის "ალგეთი" უახლოეს მდევარ, მეორეადგილოსან "რუსთავთან" შინ დამარცხდა, მაგრამ პირველი ადგილი შეინარჩუნა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსთაველები "ალგეთს" ახლა მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩებიან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მუხრანის "ბურმა" კარგა ისარგებლა აჩაბეთის "ლიახვისა" და "სამთავისის" წაგებებით, აუტსაიდერ "კუმისს" შინ მოუგო და მეხუთედან მესამე ადგილზე აღზევდა. ამ ტურის მატჩები და სატურნირო ცხრილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ.
29-30 სექტემბერი 2018 წ. მე-11 ტური 1. სამთავისი - გარეჯი (საგარეჯო) - 2:3 2. ალგეთი (მარნეული) - რუსთავი - 0:3 3. ლიახვი (აჩაბეთი) - ლიახვი-2 (აჩაბეთი) - 2:3 4. ბური (მუხრანი) - კუმისი (გარდაბანი) - 3:0 5. ნორჩი დინამო (თბ.) - გორი - ჩატარდება 02.10.2018. სატურნირო ცხრილი (01.10.2018.)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |