მეორეზე უკვე მარნეულის "ალგეთია" (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) | 01.10.2018 |
მორიგი, მე-13 ტურის მატჩები შედგა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ. ამ ტურნირის მორიგმა ტურმა სატურნირო ცხრილში არაერთი ცვლილება გამოიწვია... ყველაზე თვალშისაცემია მოწინავე ტრიოში მომხდარი ცვლილება. მართალია, ცხრილის ლიდერი არ შეცვლილა, კვლავაც გურჯაანის "ალაზანია", მაგრამ თბილისის "იბერია 2010"-ის უგოლო ფრით კარგად ისარგებლა მარნეულის "ალგეთმა", სტუმრად "ბორჯომს" სძლია და მეორე ადგილზე აინაცვლა. მეტი თვალსაჩინოებისათვის სჯობს ამ გათამაშების ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე გავეცნოთ.
28-30 სექტემბერი 2018 წ. მე-13 ტური 1. იბერია 2010 (თბილისი) - ლიახვი (აჩაბეთი) - 0:0 2. კრწანისი (გარდაბანი) - ალაზანი (გურჯაანი) - 1:3 3. ბორჯომი - ალგეთი (მარნეული) - 1:5 4. ნაძალადევი - რუსთავი - 0:3
სატურნირო ცხრილი (01.10.2018 წ.)
* - შენიშვნა - არაერთი დარღვევის გამო, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "ნაძალადევი" მოიხსნა გათამაშებიდან |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |