მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გიფამ პირველად მოიგო (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 16.09.2018

ზაფხული მიილია და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ასაკობრივი ტურნირებიც გააგრძელა. ყველაზე უფროს ასაკში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში, მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. სანან ამ თამაშების შედეგებს გავეცნობით, უმჯობესი იქნება მცირედი რეზიუმე გავაკეთოთ.

ტურის კალენდარული და გადადებული მატჩების შედეგებს სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ გამოუწვევია. აშკარად თვალშისაცემია ის, რომ "გიფამ" პირველი მოგება იზეიმა და პირველი ქულები ჩაიწერა. ცხრილის ფსკერზე მყოფი "ნაძალადევი" კი კვლავ უქულოდაა. რაც შეეხება ცხრილის ლიდერს, თბილისის "დინამო" კვლავ უდანაკარგოდ ასპარეზობს: 8 თამაში და 8 მოგება.

ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

13.09.2018.

მე-8 ტური

ნაძალადევი - ალგეთი (მარნეული) - 0:8

დურუჯი (ყვარელი) - ამირანი (ოჩამჩირე) - 3:0

14.09.2018.

აფხაზეთი - გიფა - გადაიდო

15.09.2018.

ასმც.დიოსკურია - დინამო (თბილისი) - 1:8

გადადებული მატჩები

ასმც.დიოსკურია - გიფა - 0:5

ასმც.დიოსკურია - ნაძალადევი - 5:1

აფხაზეთი - ასმც.დიოსკურია - 3:0


სატურნირო ცხრილი (16.09.2018)

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. დინამო (თბ.) 8 8 0 0 60-7 24
2. ალგეთი (მარნ.) 8 6 0 2 20-15 18
3. აფხაზეთი 7 5 0 2 24-11 15
4. დურუჯი (ყვარ.) 8 4 1 3 18-23 13
5. ამირანი (ოჩამჩ.) 8 3 1 4 18-20 10
6. ასმც.დიოსკურია 8 1 2 5 11-33 5
7. გიფა 6 1 0 5 12-22 3
8. ნაძალადევი 7 0 0 7 9-42 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge