მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ლიდერის 11 გასროლა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 05.07.2018

ლიდერის 11 გასროლა... მოკლედ ასე შეიძლება გადმოგცეთ ის, რაც ამ ტურნირის მე-11 ტურში მოხდა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, ლიდერმა "რუსთავი-1"-მა მეტოქე ასტრონომიული ანგარიშით 11:0 დაამარცხა და ცხრილს ისევ 2-ქულიანი ფორით უდგას სათავეში.

ამ გათამაშებაში ბოლოს გამართულ მატჩებს სატურნირო ცხრილში დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია. მოწინავე სამეული უცვლელადაა. აჩაბეთის "ლიახვმა" სტუმრად იმარჯვა და მე-4 ადგილზე აღზევდა.

ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებული მატჩების ჩამონათვალი და სატურნირო ცხრილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ.

30 ივნისი - 01 ივლისი 2018 წ.

მე-11 ტური

1. მთვარის გლობუსი - ლიახვი (აჩაბეთი) - 1:3

2. რუსთავი-1 - ასმც-ვარკეთილი - 11:0

3. რუსთავი-2 - ნორჩი დინამო - 0:3

4. ივერია (ხაშური) - დილა (გორი) - 1:1


სატურნირო ცხრილი (01.07.2018.)

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. რუსთავი-1 9 9 0 0 52-7 27
2. ნორჩი დინამო 10 8 1 1 42-14 25
3. ივერია 2009 (ხაშური) 10 6 1 3 23-16 19
4. ლიახვი (აჩაბეთი) 10 6 0 4 35-20 18
5. ასმც-იმედი 10 6 0 4 36-34 18
6. რუსთავი-2 10 4 3 3 17-14 15
7. მთვარის გლობუსი 10 3 1 6 25-31 10
8. დილა (გორი) 9 2 2 5 11-20 8
9. ასმც-ვარკეთილი 10 2 2 6 17-51 8
10. გარეჯი (საგარეჯო) 10 1 1 8 16-34 4
11. ივერია (ხაშური) 10 1 1 8 13-46 4

 

* შენიშვნა: პირველი წრის მე-10 ტურის გადადებული მატჩი რუსთავი-1 - დილა (გორი) - გაიმართება საზაფხულო პაუზის შემდეგ, მე-2 წრეში

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge