ლიდერის 11 გასროლა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) | 01.07.2018 |
ლიდერის 11 გასროლა... მოკლედ ასე შეიძლება გადმოგცეთ ის, რაც ამ ტურნირის მე-11 ტურში მოხდა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, ლიდერმა "რუსთავი-1"-მა მეტოქე ასტრონომიული ანგარიშით 11:0 დაამარცხა და ცხრილს ისევ 2-ქულიანი ფორით უდგას სათავეში. ამ გათამაშებაში ბოლოს გამართულ მატჩებს სატურნირო ცხრილში დიდი ცვლილებები არ გამოუწვევია. მოწინავე სამეული უცვლელადაა. აჩაბეთის "ლიახვმა" სტუმრად იმარჯვა და მე-4 ადგილზე აღზევდა. ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებული მატჩების ჩამონათვალი და სატურნირო ცხრილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ. 30 ივნისი - 01 ივლისი 2018 წ. მე-11 ტური 1. მთვარის გლობუსი - ლიახვი (აჩაბეთი) - 1:3 2. რუსთავი-1 - ასმც-ვარკეთილი - 11:0 3. რუსთავი-2 - ნორჩი დინამო - 0:3 4. ივერია (ხაშური) - დილა (გორი) - 1:1 სატურნირო ცხრილი (01.07.2018.)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |