მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



იბერია 2010-მა ალაზანი ჩამოიტოვა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 25.06.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედფერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში ბოლოს ჩატარებულმა მატჩებმა გარკვეული ცვლილებები განაპირობა. კერძოდ, ცხრილის ლიდერს მარნეულის "ალგეთს" "მდევარი შეეცვალა". თბილისის "იბერია 2010"-მა მანამდე მეორეზე მყოფი გურჯაანის "ალაზანი" დაამარცხა და მეორე საფეხურზე აღზევდა. ამ ტურში "იბერია 2010"-ს პირველ ადგილზე მყოფ მარნეულის "ალგეთთანაც" უნდა ეთამაშა, მაგრამ, ეს თამაში გადაიდო.

თავის მხრივ, გურჯაანელებს მაინც ჰქონდათ შანსი მე-2 ადგილი შეენარჩუნებინათ, მაგრამ მე-10 ტურის მატჩში რუსთავში დამარცხდნენ და პიზიციების დათმობა მოუწიათ... უმჯობესი იქნება ამ მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე გავეცნოთ.

 

23-24 ივნისი 2018 წ.

მე-9 ტურის გადადებული მატჩი

1. ალაზანი (გურჯაანი) - იბერია 2010 (თბილისი) - 1:2

მე-10 ტური

2. იბერია 2010 (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) - გადაიდო

3. ლიახვი (აჩაბეთი) - ნაძალადევი - 3:0

4. რუსთავი - ალაზანი (გურჯაანი) - 2:1

5. კრწანისი - ბორჯომი - 6:2 


სატურნირო ცხრილი (25.06.2018.)

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ალგეთი (მარნეული) 9 7 1 1 22-10 22
2. იბერია 2010 (თბ.) 9 6 2 1 22-9 20
3. ალაზანი (გურჯაანი) 10 6 1 3 26-11 19
4. კრწანისი 10 5 0 5 22-20 15
5. ნაძალადევი 10 5 0 5 20-21 15
6. ბორჯომი 9 4 0 5 14-20 12
7. რუსთავი 11 2 1 8 12-27 7
8. ლიახვი (აჩაბეთი) 10 1 1 8 13-33 4

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge