ალგეთი გალიდერდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) | 18.06.2018 |
ლიდერი შეიცვალა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში. საქმე ისაა, რომ გურჯაანის "ალაზანი", რომელიც წინა უქმეებზე გამართული მატჩების შედეგად პირველ ადგილზე იყო, მე-9 ტურის მატჩი 20 ივნისისთვის გადაედა. გურჯაანელები 3 ქულით უსწრებდნენ მდევარ მარნეულის "ალგეთს", მაგრამ მარნეულელებმა ამ ტურის გარდა, გადადებული მატჩებიც მოიგეს და ცხრილს სათავეში მოექცნენ. ვნახოთ რა შედეგები დაფიქსირდა ბოლოს ჩატარებულ მატჩებში და რამდენად შეცვალა სატურნირო ცხრილი. 16-17 ივნისი 2018 წ. პირველი ტურის გადადებული მატჩი 1. ალგეთი (მარნეული) - ნაძალადევი - 3:0 მე-7 ტურის გადადებული მატჩი 2. იბერია 2010 (თბილისი) - ნაძალადევი - 3:0 მე-8 ტურის გადადებული მატჩი 3. ნაძალადევი - ალგეთი (მარნეული) - 1:2 მე-9 ტური 4. ალგეთი (მარნეული) - ლიახვი (აჩაბეთი) - 4:1 5. ნაძალადევი - კრწანისი - 0:3 6. ბორჯომი - რუსთავი - 3:0 7. ალაზანი (გურჯაანი) - ივერია 2010 (ხაშური) - ჩატარდება 20 ივნისს სატურნირო ცხრილი (18.06.2018 წ.)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |