მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



რუსთავი-1 ისევ პირველია (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 27.05.2018

 

"რუსთავი-1" სატურნირო ცხრილში ისევ პიორველია, მაგრამ ახლა უკვე 3-ქულიანი ფორით. საგულისხმოა ისიც, რომ ამჯერად ლიდერს ერთბაშად ორი მდევარი ჰყავს, თანაც წინა ტურისგან განსხვავებით, ორივე ახალი მდევარი: აჩაბეთის "ლიახვი" და "ასმც-იმედი". ეს ცვლილებები განაპირობა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში ჩატარებულმა მე-6 ტურის მატჩებმა, რომლებშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ.

აღსანიშნავია ის, რომ ლიდერმა წინა ტურის უშუალო მდევარს სძლია, "რუსთავი-1"-ის ახალმა მდევრებმა კი სტუმრად იმარჯვეს.

თუმცა სჯობს ამ ტურნირის ბოლოს ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს ერთად გავეცნოთ.

26-27 მაისი 2018 წ.

მე-6 ტური

1. რუსთავი-2 - ასმც-იმედი - 0:2

2. რუსთავი-1 - ნორჩი დინამო - 1:0

3. ივერია 2009 (ხაშური) - დილა (გორი) - გადაიდო 28.05.2018.

4. ივერია (ხაშური) - ლიახვი (აჩაბეთი) - 0:7

5. მთვარის გლობუსი - ასმც-ვარკეთილი - გადაიდო 29.05.2018

6. გარეჯი (საგარეჯო) - ისვენებს

 

გათამაშების ცხრილი (27.05.2018)

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. რუსთავი-1 5 5 0 0 29-5 15
2. ლიახვი (აჩაბეთი) 5 4 0 1 25-7 12
3. ასმც-იმედი 6 4 0 2 25-24 12
4. ნორჩი დინამო 5 3 1 1 19-9 10
5. დილა (გორი) 4 2 1 1 9-7  7
6. რუსთავი-2 5 2 1 2 8-8  7
7. ივერია 2009 (ხაშური) 5 2 1 2 8-9  7
8. ასმც-ვარკეთილი 5 2 1 2 12-21  7
9. მთვარის გლობუსი 4 0 1 3 7-16  1
10. გარეჯი (საგარეჯო) 5 0 0 5 12-25  0
11. ივერია (ხაშური) 5 0 0 5 7-30  0


 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge