მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მალანიამ აფხაზეთობა ჰეთ თრიკით აღნიშნა 25.05.2018

აფხაზეთობა, ანუ აფხაზეთის ხსენების დღე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ ეს დღე 2014 წელს დააწესა და იქიდან მოყოლებული ყოველწლიურად აღინიშნება.

წელს აფხაზეთობა 3 დღეს გაგრძელდა, 23 მაისს დაიწყო და 25 მაისს ვეტერან ფეხბურთელთა მატჩით დაგვირგვინდა. გლდანის სპორტკომპლექსში გამოკრული ბანერი წარწერით, "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა!" მოწვეულ უცხოელ სტუმრებს ამცნობდა რომ საქართველო ერთიანია.

ბავშვების შემდეგ მოედანზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ვეტერანი ფეხბურთელები გამოვიდნენ და სანახაობრივი თამაში აჩვენეს. აფხაზეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები ექვსეული ასეთი გახლდათ:

პეტრე ცაავა, გიორგი ჩიხრაძე, სოსო მალანია, გრიგოლ ცაავა, მამუკა რუსია, როსტევან ფარცვანია;

აფხაზეთელებმა სამხრეთ ოსეთის ვეტერან ფეხბურთელებს 7:4 მოუგეს. გამარჯვებულთაგან აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, სოსო მალანიამ ჰეთ თრიკი მიითვალა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა როსტევან ფარცვანიამ დუბლი შეასრულა. თითო გოლი კი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ  და მამუკა რუსიამ გაიტანეს. სამხრეთ ოსეთის გუნდში ითამაშა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge