მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აჩაბეთელების ბენეფისი (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 7 ტური) 27.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, უმცროს ასაკში, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წლებში დაბადებულ მოზარდები ასპარეზობენ, მორიგი ტურის მატჩები შედგა. მე-7 ტურმა, ცხრილის პირველ ნახევარში ერთი თვალშისაცემი ცვლილება მოახდინა...

სრულად ნახვა
აფხაზეთი ლიდერს გაუთანაბრდა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 6 ტური) 20.06.2021

ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-6 ტურის მატჩები გაიმართა. ამ თამაშების შედეგებს სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგება არ შეუცვლია, მაგრამ მათ შორის ქულათა სხვაობაში კი გვარიანი დაძაბულობა შეიტანა.

სრულად ნახვა
ალგეთი მეორეზე აღზევდა! (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი) 18.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, უფროსი ასაკის გათამაშებაში, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, კიდევ ერთი გამოტოვებული მატჩი შედგა, რომლის შედეგმაც სატურნირო ცხრილში შესაბამისი ცვლილება გამოიწვია...

სრულად ნახვა
ლიახვი ადიდდა! (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 5 ტური) 14.06.2021

თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ლიახვი ადიდდა", რაღა თქმა უნდა, გადატანითი ნიშვნელობით... აჩაბეთის გუნდები სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ - "ლიახვი-2" ცხრილს სათავეში მოექცა, "ლიახვი-1" ისევ მესამეა, მაგრამ ამჯერად სამის ნაცვლად მხოლოდ ქულით ჩამორჩება...

სრულად ნახვა
მუხრანი უკვე მეორეა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი) 13.06.2021

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, პირველი წრე 4 ივნისს დასრულდა და სეზონის განახლებამდე გუნდები გადადებულ მატჩებს ატარებენ. ამჟამად ორი გადადებული თამაში შედგა და ორივეში აგარის "განთიადმა" ითამაშა. აგარელებს შანსი ჰქონდათ, არა მე-4 ადგილზე, არამედ მე-3 საფეხურზე აენაცვლათ, მაგრამ...

სრულად ნახვა
ლიახვი-1 უკვე მესამეა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 4 ტური) 06.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან უმცროს ასაკში, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, მე-4 ტური უხვგოლიანი გამოდგა. 3 მატჩში 18 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამასში 6 გატანილი გოლის ტოლფასია.

სრულად ნახვა
ალგეთი მცხეთას მიუახლოვდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი, 7 ტური) 04.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, უფროს ასაკში, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა. საზაფხულო პაუზამდე გამოტოვებული თამაშები ჩატარდება, რომელიც ცხრილში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. მანამდე კი, პირველი წრის დასკვნით ტურს სატურნირო განლაგებაში გუნდების პოზიციები არ შეუცვლია, მაგრამ მათ შორის ქულებში სხვაობა კი შეამცირა.

სრულად ნახვა
მუხრანი მესამეზე აღზევდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი, 6 ტური) 02.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატებიდან, უფროს ასაკში, 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში მე-6 ტურის მატჩები ჩატარდა. ამ ტურის თამაშებმა ცხრილში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია.

სრულად ნახვა
გილოცავთ! დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეა! 01.06.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

გილოცავთ ქართველთა განმანათლების, წმინდა ნინოს ხსენების დღეს!

წმინდა ნინო გფარავდეთ და გეწეოდეთ.

სრულად ნახვა
აფხაზეთი პირველია (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, 3 ტური) 30.05.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატებიდან, უმცროს ასაკში, 2009-2010 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში, რომელსაც ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი ეწოდება, მორიგი ტურის მატჩები შედგა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge