2016 წლის 26-30 მარტს ჩატარდა FIFA -ს არბიტრის საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მსაჯის ანატოლი მილჩენკოს ხსოვნის ტრადიციული ტურნირი. ტურნირის გამარჯვებულ გუნდს აღმოსავლეთ საქართველოს მსაჯთა ნაკრებს გადაეცა ანატოლი მილჩენკოს სახელობის თასი. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ: სფფ-ს მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელები ლევან მიქელაძე, ავთანდილ შალამბერიძე, ხვიჩა გაგნიძე და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები მურად ანჯაფარიძე, დიმიტრი ჭანტურია, ადიკ დურსუნიში, ავთანდილ სამხარაძე.