მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ნაძალადევმა იძალა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 21.05.2018

2006-07 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის, ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშების მე-5 ტურში "ნაძალადევმა" იძალა და ცხრილს ამჯერად უკვე ერთპიროვნულად ლიდერობს. "ბორჯომს", რომელიც წინა ტურის შემდეგ თანალიდერი იყო, შანსი ჰქონდა გამეფებულიყო, მაგრამ ვერ გამოიყენა. ბორჯომელებმა ამ ტურის გარდა, პირველი ტურის გადადებული მატჩიც ჩაატარეს, მაგრამ შინ ორივეჯერ დამარცხდნენ. ამ ტურში "ბორჯომს" სწორედ "ნაძალადევმა" სძლია...

სრულად ნახვა
რუსთავი-1 დაწინაურდა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 21.05.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2008-09 წლებში დაბადებულ ბავშვთა გათამაშებაში, მე-4 ტურის შემდეგ, ცხრილს ერთბაშად 3 ლიდერი ჰყავდა, მაგრამ მე-5 ტურმა არაერთი რამ შეცვალა. ამჯერად გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად "რუსთავი-1" ლიდერობს.

სრულად ნახვა
აფხაზეთობაზე ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ 20.05.2018

2014 წლის 23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 23 მაისი "აფხაზეთობის დღედ" დააწესა. იქიდან მოყოლებული "აფხაზეთობა" ყოველწლიურად, სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.

სრულად ნახვა
მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირის კალენდარი ცნობილია 19.05.2018

25 მაისს სტარტს აიღებს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მურად ანჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ჭაბუკები იასპარეზებენ. გათამაშება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ეგიდით ჩატარდება და მასში 8 გუნდი იასპარეზებს.

სრულად ნახვა
მურად ანჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის რეგლამენტი 19.05.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის ეგიდით, მიმდინარე წლის 25 მაისს ახალი ტურნირი აიღებს სტარტს. გათამაშება აფფ-ს ყოფილი პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის ხსოვნას ეძღვნება და მასში 2008-09 წლებში დაბადებული ჭაბუკები იასპარეზებენ.

სრულად ნახვა
2 მატჩში 15 გოლი (ჟიული შარტავას სახელობის თასი) 14.05.2018

ორ თამაშში ბურთში 15-ჯერ გაეხვა მეტოქის კარში, ეს მაჩვენებელი გრანდიოზულია და საშუალოდ ერთ მატჩში 7 გოლზე მეტის ტოლფასია. თბილისის "ინამომ", რომელმაც ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშება 10:-ით დაიწყო, მე-4 ტურში 9 უპასუხო ბურთი გაიტანა და ცხრილსაც დამსახურებულად ლიდერობს.

სრულად ნახვა
გარდაბანი კვლავ უდანაკარგოა (ვლადიმერ (სიომა) ბარაქაიას სახელობის გათამაშება) 14.05.2018

ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები გამოდიან, მე-4 ტურმა სატურნირო ცხრილში არაერთი ცვლილება განაპირობა. ცვლილება მხოლოდ ცხრილის ლიდერს, "გარდაბანს" არ შეეხო. გარდაბნელებმა ამჯერად სტუმრად იმარჯვეს, 4 მატჩიდან ოთხივე მოიგეს და გვარიანი ფორით დაწინაურდნენ.

სრულად ნახვა
ლიდერებმა ადგილები გაცვალეს (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის გათამაშება) 14.05.2018

ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2005-06 წელში დაბადებული ჭაბუკეთი თამაშობენ, მე-4 ტურის მატჩებმა ლიდერი შეცვალა. უფრო სწორედ, ლიდერთა დუეტმა ადგილები გაცვალეს. აჩაბეთის "ლიახვის" ფრით, მარნეულის "ალგეთმა" ისარგებლა, ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ, ბურთების უკეთესი ბალანსით პირველ ადგილზე გადავიდა.

სრულად ნახვა
ნაძალადევი და ბორჯომი... (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 14.05.2018

ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-4 ტურის მატჩებმა ლიდერი შეცვალა. ბოლო მატჩებამდე ცხრილს გურჯაანის "ალაზანი" ლიდერობდა, მაგრამ კახელებს  "ნაძალადევმა" სძლია, ბორჯომელემბაც იმარჯვეს და ორივე ეს გუნდი გალიდერდა...

სრულად ნახვა
11 გოლი ერთ მატჩში (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) 14.05.2018

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროსი ასაკის გათამაშების მე-4 ტურის ერთ-ერთ მატჩში ერთბაშად 11 გოლი გავიდა. საბოლოოდ სტუმარმა "ასმც-იმედმა" "მთვარის გლობუსს" 6:5 მოუგო და მეხუდეთად მე-3 ადგილზე აღზევდა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge