|
აფხაზეთმა შანსი ვერ გამოიყენა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) |
27.05.2018 |
აფხაზეთს შეეძლო მესამეზე მყოფი მარნეულის "ალგეთისთვის" მოეგო და ქულებით თბილისის "დინამოს" გათანაბრებოდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა. აფხაზეთელები მარნეულში დამარცხდნენ და "ალგეთი" მათ ქულებით გაუტოლდა. თუ აქამდე 4 გუნდი იყო მოუგებლად, ახლა სამია. ოჩამჩირის "ამირანმა" "გიფას" სტუმრად სძლია და მეექვსედან მეხუთეზე აინაცვლა. |
სრულად ნახვა |
ორი უცვლელია, ალაზანი მესამეა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
27.05.2018 |
პირველი ორი, ანუ ლიდერი და მეორე უცვლელია - პირველზე კვლავ "გარდაბანია" მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურში პირველი ქულები დაკარგა. მეორე საფეხურზე ისევ "მუხრანი-წილკანია", რომელმაც სტუმრად იმარჯვა. მესამეზე კი გურჯაანის "ალაზანია", რომელმაც აქამდე მესამე ადგილზე მყოფ "ასმც-მერანს" მოუგო და თავად დაიკავა მესამე საფეხური. |
სრულად ნახვა |
ცვლილებები მხოლოდ ქვემოთაა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) |
27.05.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, მე-6 ტურის მატჩებმა ცვლილებები მხოლოდ ცხრილის ქვედა ნაწილში განაპირობა. მოწინავე ხუთეულში კი პოზიცია არცერთ გუნდს არ შეუცვლია. |
სრულად ნახვა |
იბერია 2010 მოწინავე ტრიოშია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) |
27.05.2018 |
"ნაძალადევი", რომელმაც ცუთიდან ხუთივე თამაშიუ მოიგო კვლავ პირველია, მეორე კი გურჯაანის "ალაზანია" რომელმაც 6-იდან მეოთხე მატჩი მოგო. აქამდე მესამე საფეხურზე "ბორჯომი" გახლდათ, რომელსაც მარნეულის "ასლგეთმა" მოუგო და ცხრილში გადაუსწრო. თუმცა, ორივეს "იბერია 2010" გადაუსწრო, რომელიც მოწინავე სამეულში შევიდა. |
სრულად ნახვა |
რუსთავი-1 ისევ პირველია (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
27.05.2018 |
"რუსთავი-1" სატურნირო ცხრილში ისევ პიორველია, მაგრამ ახლა უკვე 3-ქულიანი ფორით. საგულისხმოა ისიც, რომ ამჯერად ლიდერს ერთბაშად ორი მდევარი ჰყავს, თანაც წინა ტურისგან განსხვავებით, ორივე ახალი მდევარი: აჩაბეთის "ლიახვი" და "ასმც-იმედი". ეს ცვლილებები განაპირობა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში ჩატარებულმა მე-6 ტურის მატჩებმა, რომლებშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ. |
სრულად ნახვა |
მალანიამ აფხაზეთობა ჰეთ თრიკით აღნიშნა |
25.05.2018 |
აფხაზეთობა, ანუ აფხაზეთის ხსენების დღე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მეორემ ეს დღე 2014 წელს დააწესა და იქიდან მოყოლებული ყოველწლიურად აღინიშნება. |
სრულად ნახვა |
9 გოლი სტარტზე (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი, I ტური) |
25.05.2018 |
როგორც დაანონსებული იყო, 25 მაისს სტარტი აიღო, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა, რომელსაც აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრი და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ერთობლივად ატარებს. |
სრულად ნახვა |
დინამოს ხუთიდან ხუთი (ჟიული შარტავას სახელობის თასი)) |
21.05.2018 |
აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში მე-6 ტურის მატჩები შედგა, თბილისის "დინამომ" ამჯერადაც იმარჯვა. დინამოელებს ხუთივე მოგებული მატჩის შემდე 15 ქულა აქვთ და ცხრილს 3-ქულიანი ფორით ლიდერობენ. ლიდერის ერთადერთი მდევარი "აფხაზეთია", რომელიც "დინამოს" ყველაზე ნაკლები, 3 ქულით ჩამორჩება. |
სრულად ნახვა |
გარდაბანი სრული სვლით წინ! (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
21.05.2018 |
ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშების (2003-04 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის) მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი მუხრანში გაიმართა, სადაც "მუხრანი-წილკანმა" "რუსთავი" მიიღო და მინიმალურად 1:0 იმარჯვა. ეს გუნდები აქამდე მეორე-მესამე ადგილებს იყოფდნენ. მუხრანელები ამ გამარჯვებით მეორე საფეხურზე აღზევდნენ. |
სრულად ნახვა |
ლიახვი ქულით დაწინაურდა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის თასი) |
21.05.2018 |
აჩაბეთის "ლიახვს" შანსი ჰქონდა არა ერთი, არამედ, 3 ქულით დაწინაურებულიყო, მაგრამ შინ გორის "დილას" ვერ სძლია და ფრეს დასჯერდა. "სამთავისმა" მერეზე მყოფი "ალგეთი" დაამარცხა და ქულებით გაუთანაბრდა. ეს და სხვა ცვლილებები მოჰყვა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშების მე-5 ტურს, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. |
სრულად ნახვა |
|