|
ლიდერის 11 გასროლა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
05.07.2018 |
ლიდერის 11 გასროლა... მოკლედ ასე შეიძლება გადმოგცეთ ის, რაც ამ ტურნირის მე-11 ტურში მოხდა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, ლიდერმა "რუსთავი-1"-მა მეტოქე ასტრონომიული ანგარიშით 11:0 დაამარცხა და ცხრილს ისევ 2-ქულიანი ფორით უდგას სათავეში. |
სრულად ნახვა |
მეორე უკვე ალაზანია (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება |
01.07.2018 |
საკმაო ცვლილებები განაპირობა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშების მე-11 ტურის მატჩებმა. ამ თამაშებს ცხრილის ლიდერი არ შეუცვლია, პირველ ადილზე ისევ 6-ქულიანი ფორით "გარდაბანია". რომელსაც მდევარი შეეცვალა. მეორე ადგილზე "ასმც-მერანი" იყო, რომელიც ამ ტურში ლიდერთან დამარცხდა და მე-5 ადგილზე დაქვეითდა. მეორე საფეხურზე კი გურჯაანის "ალაზანი" აღზევდა, რომელმაც თბილისის "იბერია 2010"-ს სტუმრად მოუგო. |
სრულად ნახვა |
ალგეთს ალაზანი მიუახლოვდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) |
01.07.2018 |
მარნეულის "ალგეთმა" მე-11 ტურში წაიფორხილა, ფრე ითამაშა და მდევარი წამოეწია. თუმცა, მდევარი უკვე გურჯაანის "ალაზანია", რომელმაც ამჯერად "ნაძალადევს" სძლია. გურჯაანელებს 2 ქულით ჩამორჩება თბილისის "იბერია 2010", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და გალიდერების კარგი შანსი აქვს. |
სრულად ნახვა |
ლიდერის 11 გასროლა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
01.07.2018 |
ლიდერის 11 გასროლა... მოკლედ ასე შეიძლება გადმოგცეთ ის, რაც ამ ტურნირის მე-11 ტურში მოხდა. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, ლიდერმა "რუსთავი-1"-მა მეტოქე ასტრონომიული ანგარიშით 11:0 დაამარცხა და ცხრილს ისევ 2-ქულიანი ფორით უდგას სათავეში. |
სრულად ნახვა |
აღმასკომმა სფფ-ს ყრილობის დელეგატად სოსო მალანია დაამტკიცა |
28.06.2018 |
დღეს, 28 ივნისს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც საპატიო მიზეზის გამო მხოლოდ 2 წევრი არ ესწრებოდა. აღმასკომის სხდომა თავმჯდომარემ და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ გახსნა და საზოგადოებას დღის წესრიგი გააცნო. |
სრულად ნახვა |
გარდაბანი მიუწვდომელია, მეორე ასმც-მერანია (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
25.06.2018 |
ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს და რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, პირველი წრის ბოლოსწინა ტურის მატჩები შედგა. ამ თამაშების შედეგებს ცხრილის ლიდერი არ შეუცვლია, მაგრამ ლიდერის მომდევნო საფეხურებზე გარკვეული ცვლილებები განაპირობა. ცხრილის ლიდერი, კი კვლავაც "გარდაბანია", რომელსაც კვლავ 6-ქულიანი ფორა აქვს და მდევრებისთვის ისევ მიუწვდომელია. |
სრულად ნახვა |
პირველი ნახევარი მუხრანში დაიხურა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება) |
25.06.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ერთ-ერთი, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის გათამაშება მუხრანში გამართული გადადებული მატჩით დაიხურა. მუხრანში ადგილობრივმა (ბურმა) აჩაბეთის "ლიახვი-2"-ს უმასპინძლა და 3:1 სძლია. ამ მატჩით გათამაშების პირველი ნახევარი დასრულდა. ამ მოგებით მუხრანელებმა მე-7 ადგილიდან მე-5 საფეხურზე აინაცვლეს. |
სრულად ნახვა |
იბერია 2010-მა ალაზანი ჩამოიტოვა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) |
25.06.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედფერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში ბოლოს ჩატარებულმა მატჩებმა გარკვეული ცვლილებები განაპირობა. კერძოდ, ცხრილის ლიდერს მარნეულის "ალგეთს" "მდევარი შეეცვალა". თბილისის "იბერია 2010"-მა მანამდე მეორეზე მყოფი გურჯაანის "ალაზანი" დაამარცხა და მეორე საფეხურზე აღზევდა. ამ ტურში "იბერია 2010"-ს პირველ ადგილზე მყოფ მარნეულის "ალგეთთანაც" უნდა ეთამაშა, მაგრამ, ეს თამაში გადაიდო. |
სრულად ნახვა |
მდევარი ლიდერს მიუახლოვდა (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
25.06.2018 |
ცხრილის ლიდერ "რუსთავი-1"-ს მდევარი ნორჩი დინამო მიახლოვდა და ქულათა სხვაობა 5-დან 2 ქულამდე შეამცირა. ეს და სხვა ცვლილებები მოხდა გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებაში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს და მასში 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ. |
სრულად ნახვა |
გარდაბანის 6-ქულიანი (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
19.06.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, მორიგი, მე-9 ტურის მატჩები შედგა ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაშიც. ამ ტურნირში ბოლოს ჩატარებულ მატჩებს ლიდერთა სამეული არ შეუცვლია, მაგრამ მათ შორის ქულათა სხვაობა კი შეცვალა. |
სრულად ნახვა |
|