|
ვინ არის მეოთხე? (გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი A და B ჯგუფები) |
21.11.2018 |
აფხაზეთში გმირულად დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის ჯგუფური ეტაპი B ჯგუფში დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. ფინალისტის საგზურისთვის "ლომები" და "ახალგორი" იბრძოლებს. |
სრულად ნახვა |
ლომები ერთს დასჯერდა, დუეტი პირველია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი, A და B ჯგუფები) |
19.11.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე, აფხაზეთში გმირულად დაღუპული ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება გრძელდება. B ჯგუფში უკვე მე-4 ტურის მატჩები ჩატარდა. A ჯგუფში კი ერთი ტური გადაიდო და მხოლოდ 3 ტურია ჩატარებული. |
სრულად ნახვა |
აფხაზეთი უკვე მეორეზეა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) |
20.11.2018 |
აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში "დინამო თბილისი" რომ ჩემპიონია ეს ჯერ კიდევ 2 ტურის წინ გაცხადდა. იქვე ვივარაუდეთ, რომ, ვიცე-ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი "აფხაზეთს" რომ ჰქონდა და... ისე აგიხდათ ყველაფერი. "აფხაზეთელებმა" ამ ტურისა და გადადებული ორი მატჩი, ჯამში 3 თამაში მოიგეს და მოპოვებული 9 ქულით მე-2 ადგილზე აღზევდნენ. |
სრულად ნახვა |
მესამეზე ერთბაშად სამია (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
18.11.2018 |
"ასმც.მერანს" მესამე ადგილის დათმობა მოუწია. თუმცა, სამეულს ვინ ჩივის, ეს გუნდი საერთოდ ხუთეულს მიღმა, მე-6 საფეხურზე აღმოჩნდა. მესამეზე, უფრო სწორად კი მესამე-მეხუთე ადგილს ერბაშად 3 გუნდი იყოფს, რომელთაც თანაბარი, 37-37 ქულა აქვთ. ეს და სხვა ცვლილებები განაპირობა ვლაედიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშების მე-20 ტურის მატჩებმა, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. |
სრულად ნახვა |
ლიდერის 6 უპასუხო (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) |
18.11.2018 |
წინა ტურში პირველზე აღზევებულმა მარნეულის "ალგეთმა" ლიდერობა შეინარჩუნა. "ალგეთელებმა" ამჯერად შინ "ბორჯომი" მიიღეს და რიხიანად, 6:0 ომარჯვეს. პირველზე მყოფ მარნეულელებს უდანაკარგოს გაჰყვა გურჯაანის "ალაზანი", რომელმაც შინ კრწანისი-გარდაანს სძლია, მესამეზე მყოფმა "იბერია 2010"-მა კი აჩაბეთის "|ლიახვი" სტუმრად დაჯაბნა. |
სრულად ნახვა |
მეოთხეს ახალი პატრონი ჰყავს (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
18.11.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2008-09 წლებში დაბადებულ ბავშვთა გათამაშებაში, რომელიც გიგა ნორაკიძის სახელს ატარებს, მე-20 ტურის მატჩები და ერთიც გადადებული თამაში შედგა. ამ შეხვედრებს მოწინავე სამეულში არც გუნდების განლაგება და არც მათ შორის ქულათა ბალანსი არ შეუცვლია. მე-4 ადგილს კი ახალი "პატრონი გამოუჩნდა" - "რუსთავი-2". |
სრულად ნახვა |
ლომები აღლუმი (B ჯგუფი. გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი) |
17.11.2018 |
ეროვნული გმირის, აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირი გრძელდება. გათამაშების მე-3 ტურის მატჩები ჩატარდა B ჯგუფში, სადაც უდანაკარგოდ მხოლოდ ერთი გუნდია თბილისის "ლომები", რომელიც დამსახურებულად ლიდერობს ცხრილს და შეიძლება ითქვას რომ ნახევარფინალში უკვე გასულია. მეორე ადგილზე კი ერთბაშად 3 გუნდია, თანაც 3-3 ქულით. |
სრულად ნახვა |
ტრიუმვირატი და დინამოს ახალი რეკორდი (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) |
15.11.2018 |
მეორე ტურის მატჩები ჩატარდა A ჯგუფში და აქ მდგომარეობა უფრო მეტადაა დაძაბული. თავად განსაჯეთ, 3-3 ქულა ერთბაშად 3 გუნდს აქვს და სამივე ლიდერია , როგორც იტყვიან ტრიუმვირატი მეფობს. საგულისხმოა ის, რომ ერთი მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. ეს ამბები მოხდა გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაში. |
სრულად ნახვა |
ლომები უდანაკარგო და პირველია (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) |
14.11.2018 |
აფხაზეთში გმირულად დაღუპული, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშება მე-2 ტურით დღეს B ჯგუფში გაგრძელდა. ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მხოლოდ ერთი გუნდია, "ლომებია", რომელმაც ნახევარფინალი სანახევროდ უკვე გაინაღდა... 3-3 ქულა აქვს ორ გუნდს და ასევე უქულოდაა კიდევ ორი გუნდი... |
სრულად ნახვა |
ისევ 9:0 და ისევ ორი პირველადგილოსანი (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) |
13.11.2018 |
კიდევ ერთი 9:0, B ჯგუფის სასტარტო ტურის მსგავსად A ჯგუფის პირველ ტურში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა 9:0. აფხაზეთში გმირულად დაღუპული, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი პრეზიდენტის გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაში "გოლების წვიმა" გრძელდება. ამჟამად "აფხაზეთი-2"-მა იზეიმა 9:0 და "იბერია 2010"-თან ერთად ცხრილის სათავეშია. |
სრულად ნახვა |
|