|
ოქრო და ბრინჯაო მარნეულში |
28.12.2018 |
დღეს, 22 დეკემბერს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მარნეულს ესტუმრა და იქ გამართული სპორტული ღონისძიება, ოქრო-ბრინჯაოს დაჯილდოებით დაამშვენა. თავიდანვე გამცნობთ, რომ მარნეულში, თენგიზ ნავერიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ჭიდაობა ძიუდოში. ამ ტურნირში ქართველის გარდა უცხოელი ფალავნებიც მონაწილეობდნენ ახლო მეზობელი ქვეყნებიდან. |
სრულად ნახვა |
ვერცხლის დღე თბილისსა და მუხრანში |
21.12.2018 |
დღეს, 21 დეკემბერს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ვერცხლის დღე ჩაატარა". "ვერცხლის დღე" იმიტომ, რომ დღეს ორმა ვიცე-ჩემპიონმა ჩაიბარა მე-2 ადგილისთვის განკუთვნილი მედლები, სიგელები და თასები. |
სრულად ნახვა |
რუსთავმა და გარდაბანმა ოქრო-ვერცხი ჩაიბარა |
19.12.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ 2018 წლის სეზონი დაასრულა და დაჯილდოებებიც დაიწყო. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, დღეს, 19 დეკემბერს რუსთავს ესტუმრა და "ფოლადის" სტადიონზე დაჯილდოების ცერემონიალიც შედგა. |
სრულად ნახვა |
დინამო, აფხაზეთი, ალგეთი (ჟიული შარტავას სახელობის თასი) |
16.12.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირებიდან, სხვებთან ერთად, აფხაზეთის ღია ჩემპიონატი, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაც დასრულდა. ამ ტურნირის ჩემპიონი ღირსეულად გახდა "დინამო თბილისი", რადგან ყველა მატჩი მოიგო და უდანაკარგოდ იასპარეზა. ვიცე-ჩემპიონობა "აფხაზეთმა" დაიმსახურა, ამ გუნდს "დინამოს" შემდეგ ყველაზე მეტი ,მოგება აქვს. მოგებათა მეტი რაოდენობით "აფხაზეთს" მარნეულის "ალგეთი" მოსდევს და სამეული ამით შეივსო... |
სრულად ნახვა |
გარდაბანი, მუხრანი, ალაზანი (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
16.12.2018 |
გარდაბანი, მუხრანი, ალაზანი, დიახ სწორედ ასე განაწილდა საპრიზო სამეულის ტრიო ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშებაში, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ამ გათამაშებაში 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. |
სრულად ნახვა |
ორმა ზემოთ აინაცვლა (ჟიული შარტავას სახელობის თასი) |
09.12.2018 |
აფხაზეთის ღია ჩემპიონატში, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშებაში ბოლოს ჩატარებულმა მატჩებმა სატურნირო ცხრილში ორი ცვლილება განაპირობა. კერძოდ, "გიფა-2"-მა და სენაკის "კოლხამ" თითო ნაბიჯით ზემოთ აინაცვლეს. |
სრულად ნახვა |
მესამეს ბოლო ტური გადაწყვეტს (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
09.12.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, დასასრულს უახლოვდება. ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა და ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ვინაობა უკვე გარკვეულია - "გარდაბანი" ჩემპიონია, წილკამის "მუხრანი' კი ვიცე-ჩემპიონი. |
სრულად ნახვა |
დინამო, აფხაზეთი, ალგეთი (ჟიული შარტავას სახელობის თასი) |
03.12.2018 |
აფხაზეთის ღია ჩემპიონატის, ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, მაგრამ საპრიზო სამეული უკვე გამოვლენილია. "დინამო თბილისს" ჩემპიონობსას ვერავინ შეეცილება, "აფხაზეთ" უკვე ვიცე-ჩემპიონია, ხოლო მარნეულის "ალგეთს" მე-3 ადგილს ვერავინ შეეცილება. |
სრულად ნახვა |
გარდაბანი ნაადრევად გაჩემპიონდა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის გათამაშება) |
03.12.2018 |
გარდაბანი
კიდევ 2 ტური და ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის 2018 წლის გათამაშება, რომელშიც 2003-04 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ისტორიის კუთვნილება გახდება. ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "გარდაბანმა" ჩემპიონობა უკვე გაინაღდა. თუმცა, ჯერ კიდევ გასარკვევია თუ რომელი გუნდები გავლენ მეორე და მესამე ადგილზე. |
სრულად ნახვა |
რუსთავი-1 ჩემპიონია! (გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშება) |
03.12.2018 |
აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინრე ტურნირებიდან კიდევ ერთი, გიგა ნორაკიძის სახელობისთასის გათამაშება დასრულდა, რომელშიც 2008-09 წლებში დაბადებული ბავშვები ასპარეზობდნენ. ამ ტურნირის ჩემპიონი "რუსთავი-1" გახდა, რომელმაც დასკვნით მატჩში სტუმრად მინიმალურად იმარჯვა. |
სრულად ნახვა |
|