მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



სართი კვლავ პირველია, ლიდერი ტრიო უცვლელია! 03.10.2014

მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მე–5 ტურის მატჩები დასრულდა, რომელთაც სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შეიტანეს, მაგრამ ლიდერი და მოწინავე სამეულის განლაგება და შემადგენლობა ვერ შეცვალეს... ერთი სიტყვით, ცხრილს კვლავ სართიჭალის "სართი" ლიდერობს, რომელმაც 5 ტურში ქულათა მაქსიმუმი 15 ქულა მოიპოვა. მას 3 ქულით ჩამორჩება სოხუმის "ცხუმი", რომელსაც ასევე ქულათა მაქსიმუმი აქვს, მაგრამ, აქამდე მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა. მოწინავე ტრიოს 11 ქულის მქონე გალის "მზიური" ხურავს. აღსანიშნავია ის, რომ ამ მოწინავე ტრიოდან არცერთ გუნდი ჯერ არ დამარცხებულა.

ცხრილში მოწინავე ტრიოს სამეულები მოჰყვება. 9–9 ქულა 3 გუნდს აქვს, 7–7 ქულა ასევე სამმა გუნდმა მოიპოვა, ისევე როგორც მომდევნო 3 გუნდს, თანაბრად 4–4 ქულა აქვს. თითოქულიანი 2 გუნდია, ახმეტის "ბახტრიონი" კი ამ ტურში ისვენებდა და შესაბამისად, კვლავ უქულოდაა.

ეს ტური უხვგოლიანობით არ გამოირჩეოდა. ამ ტურის 7 მატჩიდან უგოლოდ და ფრედ არცერთი არ დასრულებულა. თუმცა, უპირატესობა აშკარად სტუმართა მხარეს იყო. მასპინძლებმა მხოლოდ ერთი მაჩი მოიგეს, 6 შეხვედრა კი სტუმრებმა მოიგეს. შესაბამისად, გოლებშიც სტუმართა უპირატესობაა 20/10–ზე. დიახ, სულ ამ ტურში 30 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 7 გატანილ ბურთზე ცოტათი მეტის ტოლფასია.

ამ ტურის მატჩების შედეგები და სატურნირო ცხრილი ასეთია:

 

საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. V ტური.

1. შავნაბადა – ცხუმი0:3

2. გაგრა–2 – ვოიაჟი1:2

3. ვიტ ჯორჯია–2 – ამირანი3:1

4. იბერია – კოლხი2:3

5. აფხაზეთი – მზიური3:6

6. ნორჩი დინამო – სართი0:2

7. გარდაბანი – გარეჯი1:3

ბახტრიონიისვენებს

 

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–5 ტურის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სართი (სართიჭალა) 5 5 0 0 15–1 15
2. ცხუმი (სოხუმი) 4 4 0 0 20–1 12
3. მზიური (გალი) 5 3 2 0 17–9 11
4. ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი) 4 3 0 1 14–6   9
5. ვოიაჟი (თბილისი) 4 3 0 1 11–3   9
6. გარეჯი (საგარეჯო) 5 3 0 2 9–7   9
7. გაგრა–2 (გაგრა) 5 2 1 2 13–10   7
8. იბერია (თბილისი) 5 2 1 2 8–8   7
9. კოლხი (გულრიფში) 5 2 1 2 10–17   7
10. გარდაბანი (გარდაბანი) 4 1 1 2 3–4   4
11. ნორჩი დინამო (თბილისი) 5 1 1 3 8–11   4
12. ამირანი (ოჩამჩირე) 5 1 1 3 6–12   4
13. შავნაბადა (თელეთი) 5 0 1 4 2–16   1
14. აფხაზეთი (აფხაზეთი) 5 0 1 4 8–24   1
15. ბახტრიონი (ახმეტა) 4 0 0 4 1–16   0

 

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა.

VI ტური.

08.102.014. ოთხშაბათი.

1. ვოიაჟი (თბილისი) – იბერია (თბილისი)   12:00 სთ.

2. ცხუმი (სოხუმი) – გაგრა–2 (გაგრა)   13:00 სთ.

3. ბახტრიონი (ახმეტა) – შავნაბადა (თელეთი)   16:00 სთ.

09.10.2014. ხუთშაბათი.

4. მზიური (გალი) – ნორჩი დინამო (თბილისი)   12:00 სთ.

5. კოლხი (გულრიში) – აფხაზეთი (აფხაზეთი)   15:00 სთ.

6. გარეჯი (საგარეჯო) – ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი)   16:00 სთ.

7. სართი (სართიჭალა) – გარდაბანი (გარდაბანი)   16:00 სთ.

ამირანი (ოჩამჩირე)ისვენებს 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge