მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



სართი – აღმოსავლეთის თავ–სართია... 20.09.2014.

საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში (რომლის ორგანიზატორი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაა) მე–3 ტური დასრულდა და დროა შედეგები შევაჯამოთ... ამ გათამაშებაში უდანაკარდო ერთადერთი გუნდია, რომელიც სრულიად დამსახურებულად ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. მოკლედ, სართიჭალის "სართი", აღმოსავლეთის თავ–სართია...

რაც შეეხება მე–3 ტურის მატჩებს, ამ ტურში სოხუმის "ცუმმა"დაისვენა, თორემ ცხუმელებს რომ ეთამაშათ და თუნდაც მინიმალურად მოეგოთ, მაშინ ბურთების უკეთესი ბალანსის ხარჯზე, ცხრილის სათავეში სოხუმელთა გუნდი იქნებოდა. თუმცა, სართიჭალელები დამსახურებულად ლიდერობენ, რადგან მათ თბილისის "იბერიას" სტუმრად სძლიეს...

მე–3 ტურში გოლების დეფიციტია ნამდვილად არ ყოფილა. 7 მატჩში 27 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში, თითქმის 4 გოლი ტოლფასია. 27 გოლიდან მასპინძლებზე მეტი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, სტუმართა გუნდებზე ჯამში 14 გოლია, მასპინძლებზე კი ერთი გატანილი ბურთით ნაკლები. 7 მატჩიდან უგოლოდ არცერთი თამაში არ დასრულებულა, 2 შეხვედრა ფრედ დამთავრდა, 2 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 3 შეხვედრაში კი სტუმრებმა იმარჯვეს.

მესამე ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქცე გთავაზობთ:

 

საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი.

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. III ტური.

1. იბერია – სართი1:2

2. აფხაზეთი – გარეჯი1:4

3. ნორჩი დინამო – ამირანი6:2

4. გარდაბანი – ვიტ ჯორჯია–22:0

5. ბახტრიონი – ვოიაჟი 0:3

6. შავნაბადა – კოლხი1:1

7. გაგრა–2 – მზიური2:2

ცხუმიისვენებს

 

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა. სატურნირო ცხრილი მე–3 ტურის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სართი (სართიჭალა) 3 3 0 0 5–1 9
2. მზიური (გალი) 3 2 1 0 8–3 7
3. ცხუმი (სოხუმი) 2 2 0 0 8–1 6
4. ვიტ ჯორჯია–2 (თბილისი) 3 2 0 1 11–5 6
5. გარდაბანი (გარდაბანი) 2 1 1 0 2–0 4
6. ნორჩი დინამო (თბილისი) 3 1 1 1 8–8 4
7. გაგრა–2 (გაგრა) 3 1 1 1 5–5 4
8. კოლხი (გულრიფში) 3 1 1 1 4–8 4
9. ვოიაჟი (თბილისი) 2 1 0 1 4–2 3
10. იბერია (თბილისი) 2 1 0 1 2–2 3
11. გარეჯი (საგარეჯო) 3 1 0 2 5–6 3
12. ამირანი (ოჩამჩირე) 2 0 1 1 4–8 1
13. აფხაზეთი (აფხაზეთი) 3 0 1 2 5–11 1
14. შავნაბადა (თელეთი) 3 0 1 2 2–7 1
15. ბახტრიონი (ახმეტა) 3 0 0 3 1–7 0

 

მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა.

IV ტური

23.09.2014. სამშაბათი.

1. ვოიაჟი – შავნაბადა13:30 სთ.

24.09.2014. ოთხშაბათი.

2. მზიური – იბერია12:00 სთ.

3. სართი – აფხაზეთი16:00 სთ.

4. გარეჯი – ნორჩი დინამო16:00 სთ.

5. ცხუმი – ბახტრიონი16:30 სთ.

25.09.2014. ხუთშაბათი.

6. კოლხი – გაგრა–215:00 სთ.

7. ამირანი – გარდაბანი14:00 სთ.

ვიტ ჯორჯია–2ისვენებს 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge