მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აფფ კვირას მეორე ლიგის აღმოსავლეთის ზონას იწყებს 05.09.2014.

ქართული ფეხბურთის მმართველ ორგამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატში მეორე ლიგის გათამაშება სამ ზონად ჩატარდება. ამ გათამაშებას, დასავლეთ ზონაში იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს, ცენტრალურში თბილისის ფეხბურთის ფედერაცია, აღმოსავლეთ ზონაში კი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია (აფფ), მისი პრეზიდენტის, მურად ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით ჩაატარებს.

მაშ ასე, ზეგ, 7 სექტემბერს, კვირა დღეს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის აღმოსავლეთ ზონის გათამაშებას საზეიმოდ გახსნის. მეორე ლიგისა და მთლიანად ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს კიდევ ერთ ნოვაციას სთავაზობს: ჩვენი საიტის მეშვეობით, მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში ყველა მატჩის შედეგი, ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ. ტექნიკური მიზეზების გამო, ჩვენი საიტი ონლაინ რეჟიმში ორშაბათიდან, 8 სექტემბრიდან დაიწყებს მუშაობას.

საქართველოს 26-ე ეროვნულ ჩემპიონატის მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონაში პირველი ტურის მატჩების ანონსს აქვე გაგაცნობთ, მომდევნო ტურებში მატჩების განრიგს კი მომდევნო კვირაში შემოგთავაზებთ:

 

საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატი. მეორე ლიგა. აღმოსავლეთი ზონა.

I ტური

07.09.2014. კვირა

1. ნორჩი დინამო (თბილისი) - გარდაბანი (გარდაბანი) 16:00 სთ.

2. ცხუმი (სოხუმი) - კოლხი (გულრიფში) 16:30 სთ.

08.09.2014. ორშაბათი

3. შავნაბადა (თელეთი) - სართი (სართიჭალა) 16:00 სთ.

09.09.2014. სამშაბათი

4. აფხაზეთი (აფხაზეთი) - ვიტ ჯორჯია-2 (თბილისი) 12:00 სთ.

5. გაგრა-2 (გაგრა) - გარეჯი (საგარეჯო) 12:00 სთ.

6. ბახტრიონი (ახმეტა) - მზიური (გალი) 16:00 სთ.

7. იბერია (თბილისი) - ამირანი (ოჩამჩირე) გადაიდო

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge