მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



საქართველოს 2014–2015 წლების სეზონის, 26–ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშების რეგლამენტი 10.08.2014.

 

 

საქართველოს 2014–2015 წლების სეზონის 26–ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის გათამაშების

რ   ე   გ   ლ   ა   მ   ე   ნ   ტ   ი

(რეგლამენტი ეფუძნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე მიღებულ დებულებებს)

 

1. მიზანი და ამოცანები

საქართველოს 2014–2015 წლების სეზონის მეორე ლიგის ჩემპიონატი მიზნად ისახავს:

1.1 საქართველოში ფეხბურთის შმდგომ განვითარებასა და პაპულარიზაციას;

1.2 საქართველოს ფეხბურთის გუნდებისა და ფეხბურთელების ოსტატობის ამაღლებას;

1.3 საქართველოს მოყვარულთა და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფეხბურთელების მომზადებას.

 

2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა

2.1 საფეხბურთო კლუბებს (გუნდებს) შორის შეჯიბრებას ხელმძღვანელობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ხოლო კოორდინაციას უწევს და ჩამტარებელია, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია (შემდგომში აფფ), ცენტრალურში თბილისის ფეხბურთის ფედერაცია (შემდგომში თფფ) და დასავლეთ საქართველოში იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია (შემდგომში იფფ).

2.2 ჩემპიონატში მონაწილეობენ მოყვარული და ნახევრად მოყვარული საფეხბურთო კლუბები, რომელთაც, ქვეყანაში მოქმედი კონომდებლობის თანახმად, იურიდიული პირის სტატუსი აქვთ და ექვემდებარებიან ფიფას, უეფას, სფფ–ს, თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს გადაწყვეტილებებს, დროულად იხდიან სფფ–ს დაწესებულ ყველა გადასახადს;

2.3 საქართველოს მეორე ლიგის გათამაშების კალენდარი წარმოადგენს სფფ–ს საკუთრებას. სფფ–ს შეუძლია არსებული კალენდრის გამოყენება სარეკლამო, კომერციული და სხვა მიზნით. აღნიშნული უფლებების სხვა პირებისთვის გადაცემა აკრძალულია;

2.4 ფიფას წესდების 49–ე მუხლისა და უეფას წესდების 44–ე მუხლის თანახმად, სფფ ფლობს მის იურისდიქციაში მყოფი კლუბების ტელე და რადიოტრანსლაციებზე განსაკუთრებულ უფლებებს შიდა ჩემპიონატში (ღია ეთერის, ჩანაწერისა და ფრაგმენტების სახით);

2.5 მატჩების ტელე–რადიოტრანსლაციებზე შეთანმების გაფორმების პროცედურა განისაზღვრება სფფ–ს მიერ ყოველ კონკრეტულ  მატჩზე და ითვალისწინებს მონაწილე კლუბების ინტერესებს;

2.6 შეჯიბრების ჩატარების დრო განისაზღვრება სფფ–ს მიერ დამტკიცებული კალენდრის მიხედვით;

2.7 სფფ უფლებამოსილია თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს სპეციალური კომისიების მეშვეობით კლუბების განაცხადების მიღებამდე შეამოწმოს სტადიონების მდგომარეობა. ჩემპიონატის რეგლამენტთან შეუსაბამობის შემთხვევაში აკრძალოს კალენდარული თამაშების გამართვა. 

3. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა

3.1 მეორე ლიგის აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ზონების გათამაშებაში მონაწილეობს _____ გუნდი.

3.2 გათამაშება გაიმართება წრიული სისტემით ორ წრედ (შინ და სტუმრად) დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ზონებში გამარჯვებული გუნდები პირველ ლიგაში გადასავლელად ითამაშებენ სამ გუნდიან პლეი–ოფს ერთ წრედ. გამარჯვებული ორი გუნდი მომავალ სეზონში ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში. ფარმკლუბებს იმ შემთხვევაში მიეცემათ პლეი–ოფში მონაწილეობის უფლება, თუ ზედა ლიგაში არ იქნება იმავე კლუბების სხვა გუნდი.

4. ჩემპიონატის ჩატარების პირობები

4.1 მეორე ლიგის გათამაშების კალენდარი დგება თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს მიერ. ამ გათამაშების კალენდარს ამტკიცებს სფფ.

4.2 ჩემპიონატში მონაწილე გუნდები ვალდებული არიან, ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი მოაწყონ საზეიმო ვითარებაში და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღმართონ საქართვეოლოს ეროვნული დროშა;

 

4.3 საქართველოს 26–ე ეროვნულ ჩემპიონატში ქულების დარიცხვა მოხდება შემდეგნაირად: მოგება – 3 ქულა, ფრე – 1 ქულა, წაგება – 0 ქულა;

4.4 მეორე ლიგის ზონებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილები გაირკვევა შემდეგი პრინციპით:

4.4.1 პირველად ურთიერთშეხვედრების (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების რაოდენობის უკეთესი ბალანსი (სხვაობა) ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი;

4.4.2 ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

4.4.3 ჩემპიონატში მიღებული და გატანილი ბურთების უკეთესი სხვაობა;

4.4.4. გატანილი ბურთების მეტი რაოდენობა;

4.4.5 სტუმრად გატანილი ბურთების მეტი რაოდენობა;

4.4.6 ფეარ–პლეის შედეგები (ნაკლები ყვითელ–წითელი ბარათები);

თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

4.6 გუნდის მწვრთნელი ვალდებულია, შეხვედრის დაწყებამდე 45 წუთით ადრე მატჩის ტექნიკურ ოქმში შეიყვანოს არააუმეტეს 18 მოთამაშისა. ყოველ ფეხბურთელს ოქმში შეყვანილი ნომრის შესაბამისად უნდა ჰქონდეს ნომერი მაისურზე;

4.7 თამაშის ოქმს პირველად ავსებს მასპინძელი გუნდის წარმომადგენელი;

4.8 თამაშის ოქმს მატჩის დაწყებამდე ხელს აწერენ გუნდების კაპიტნები, გუნდების წარმომადგენლები და მთავარი მსაჯი. მატჩის ოქმში შეყვანილი უნდა იყვნენ ოფიციალური პირები (გვარი, სახელი, თანამდებობა): მწვრთნელი, გუნდის უფროსი, მწვრთნელის ასისტენტები, ექიმი, მასაჟისტი, ადმინისტრატორი, სათადარიგო ფეხბურთელები (7 მოთამაშე) – სულ 13 კაცი, რომლებიც თამაშის დროს სხდებიან სათადარიგოთა სკამზე სპეციალურად გამოყოფილ ტექნიკურ ზონაში. თუ გუნდს ჰყავს დამატებით მწვრთნელი, ექიმი ან მასაჟისტი, მატჩის ან მსაჯთა დამკვირვებელთან შეთანხმებით გუნდს სათადარიგოთა სკამზე გამოეყოფა დამატებით ორი ადგილი. კლუბის პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელი პირები სხდებიან საპატიო სტუმართათვის გამოყოფილ ადგილებზე. მინდვრიდან გაძევებულ მოთამაშეს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ეკრძალება;

4.9 მატჩის მსაჯები და მსაჯთა დამკვირვებელი ვალდებული არიან შეამოწმონ გუნდების ფეხბურთელთა მონაწილის ბარათები. ის მოთამაშე, მონაწილის ბარათი არ გააჩნია, თამაშზე არ დაიშვება. მსაჯები და მსაჯთა დამკვირვებელი აგრეთვე ეცნობიან მოთამაშეთა ფორმის ფერებს. თუ გუნდების სათამაშო ფორმა ერთნაირია ან ერთი ფერისაა, მსაჯებისა და მსაჯთა დამკვირვებლის მოთხოვნით, ფორმა უნდა გამოიცვალოს მასპინძელმა გუნდმა;

4.10 მეორე ლიგაში მოასპარეზე მასპინძელთა გუნდი ვალდებულია თითოეულ თამაშში მსაჯებს წარუდგინოს 3 სათამაშო ბურთი. ბურთებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამღა ერთ–ერთი შემდეგი წარწერით:

1. FIFA APROVED

2. FIFA INSPECTED

3. INTERNATIONAL STANDARDS

4. COMPETITION PRO


4.11 ჩემპიონატის მეორე ლიგის კალენდარულ მატჩებში ნებადართულია 5 (ხუთი) ფეხბურთელის შეცვლა;

4.12 სფფ უფლებამოსილია, თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს მეშვეობით, ნებისმიერ დროს, კლუბთან შეთანხმებით შეამოწმოს ამა თუ იმ გუნდში მიმდინარე სასწავლო–საწვრთნელი პროცესი და სათანადო დოკუმენტაცია;

 

4.13 დახაზული ტექნიკური ზონა სათადარიგოთა სკამის მარჯვენა და მარცხენა მხრიდან თითო მეტრით უნდა იყოს დაშორებული, ხოლო საფეხბურთო მოედნის გვერდითი ხაზიდან – არაუმეტეს 1 მეტრით;

 

4.14 სათადარიგო მოთამაშეთა მოთელვა უნდა ხდებოდეს მთავარი მსაჯის მიერ მითითებულ ადგილზე;

 

4.15 თამაშის დროს სათამაშო კარის უკან, შესაბამის ადგილას დგომის უფლება აქვთ მხოლოდ ფოტოკორესპონდენტებს, ტელეოპერატორებს (რომელთაც გავლილი აქვთ აკრედიტაცია) და ბურთის მიმწოდებელ ბავშვებს;

 

4.16 გუნდებს თამაშოს გადატანის მოთხოვნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნულ ან ახალგაზრდულ (21–წლამდელთა) ნაკრებ გუნდებში გამოძახებულია გუნდის განაცხადში მყოფი მინიმუმ 3 ფეხბურთელი, ხოლო ჭაბუკთა და მოყვარულთა ნაკრებ გუნდებში გამოძახებულია, გუნდის განაცხადში მყოფი 5 ან მეტი ფეხბურთელი;

 

4.17 კლუბები ვალდებული არიან თფფ–ში, იფფ–სა და აფფ–ში ოფიციალურად (ფაქსით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) განაცხადოთ თანხმობა ჩემპიონატში მონაწილეობაზე 2014 წლის 1 აგვისტომდე;

 

4.18 მონაწილე გუნდებმა (კლუბებმა) 2014 წლის 20 აგვისტომდე უნდა ჩარიცხონ საწევრო თანხა (საგარანტიო წერილი არ მიიღება):

 

ა) 16 გუნდამდე – 8 000 (რვა ათასი) – ლარი

ბ) 18 გუნდამდე – 8 500 (რვა ათას ხუთასი) ლარი

გ) 20 გუნდამდე – 9 000 (ცხრა ათასი) ლარი

4.19 რეკვიზიტები:

ქ. თბილისის ფეხბურთის ფედერაცია

საიდენტიფიკაციო კოდი: 202886519

ს.ს. "ლიბერთი ბანკი", ბანკის კოდი: LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE36LB0115112049422000


იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაცია

საიდენტიფიკაციო კოდი: 212705615

"თი ბი სი" ბანკის ქუთაისის ფილიალი

GE58TBO3 00000010700907 mfo 220101888


აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

საიდენტიფიკაციო კოდი: 249260570

"პრივატბანკი"; ბანკის კოდი: GAVOGE22

ანგარიშის ნომერი: GE90TP0034080020000315


4.20 მასპინძელი გუნდი ვალდებულია შეტყობინების საფუძველზე სტუმართა გუნდს ერთი დღით ადრე დაუჯავშნოს სასტუმროში არანაკლებ 30 ადგილისა, დაეხმაროს მას კვებასა და შინ გამგზავრებაში. თამაშის წინა დღეს, მოთხოვნის საფუძველზე სტუმართა გუნდი, მასპინძელთა გუნდმა უნდა უზრუნველყოს სავარჯიშო მოედნით;

 

4.21 გუნდს უნდა ჰქონდეს ორი მკვეთრად განსხვავებული ფერის ფორმა. მაისურზე ნომრის ზომები უნდა იყოს: სიმაღლე 25 სმ, ხაზის სიგანე 3 სმ. თუ მაისური ზოლიანია, ნომრები თეთრ ფონზე უნდა იყოს აღნიშნული. მეკარის ფორმა მკვეთრად უნდა გამოირჩეოდეს ორივე გუნდის მოთამაშეთა და მსაჯთა ფორმების ფერებისაგან;

4.22 მასპინძელი გუნდი ვალდებულია სტადიონზე იყოლიოს კვალიფიციური მედპერსონალი, წითელი ჯვრით აღნიშნული სასწრაფო დახმარების მორიგე მანქანა. ასევე უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა საჭირო რაოდენობა;

4.23 კლუბი ვალდებულია გუნდიდან გათავისუფლებული ფეხბურთელის ბარათი 48 საათის განმავლობაში ჩააბაროს, თფფ–ს, იფფ–ს ან აფფ–ს შესაბამის სამსახურს და ამავე დროის განმავლობაში წერილობით აცნობოს ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის შესახებ. სეზონის უკანასკნელი მატჩის შემდეგ, მატჩის მსაჯთა დამკვირვებელს უნდა ჩაბარდეს ყველა ფეხბურთელის ბარათი, რომელიც გადაეცემა თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს შესაბამის სამსახურს;

4.24 მატჩის დაწყების დროს განსაზღვრავს თფფ, იფფ და აფფ. თამაშები დაიწყება: მაისში 17:00 სთ–ზე, აგვისტოში 17:30 სთ–ზე, აპრილსა და სექტემბერში 16:00 სთ–ზე, ივნისსა და ივლისში 18:00 სთ–ზე, მარტსა და ოქტომბერში 15:00 სთ–ზე, თებერვალში, ნოემბერსა და დეკემბერში 14:00 სთ–ზე;

 

4.25 კალენდარულ მატჩზე მითითებულ დროზე რომელიმე გუნდის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მსაჯთა დამკვირვებელი და მთავარი მსაჯი ვალდებული არიან, შეამოწმონ მატჩებზე მოსული გუნდის ფეხბურთელების ბარატები. ამის შემდეგ დამსწრე გუნდი და მსაჯები ვალდებული არიან სათამაშო ფორმით გავიდნენ მოედანზე და დააფიქსირონ თამაშისთვის მზადყოფნა;

4.26 ზემოთ ჩამოთვლილი პენქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში მატჩის მსაჯთა დამკვირვებელს უფლება აქვს, არ ჩაატაროს მატჩი. საკითხი განსახილველად გადაეცემა სადისციპლინო სამსახურს;

 

5. გუნდების განაცხადების გაფორმება

5.1 გუნდების განაცხადების მიღებასა და ფეხბურთელების დამტკიცებას აწარმოებენ, მეორე ლიგის ცენტრალურ ზონაში თფფ–ს, აღმოსავლეთ ზონაში – აფფ–ს, დასავლეთ ზონაში კი – იფფ–ს შესაბამისი სამსახურები;

5.2 კლუბიდან კლუბში ფეხბურთელის გადასვლას აწარმოებს თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს შესაბამისი სამსახურები, ხოლო სადავო საკითხებს განიხილავს სფფ–ს სატრანსფერო კომისია;

5.3 გუნდების განაცხადების მიღება იწარმოებს მას შემდეგ, რაც კლუბები წარმოადგენენ სარეგისტრაციო საბუთებს;

 

5.4 საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში მონაწილე გუნდები ვალდებული არიან, დადგენილი განრიგის მიხედვით თფფ–ში, იფფ–სა და აფფ–ში წარმოადგინონ:

– კლუბის წესდება;

– საგადასახადო ან შესაბამისი ორგანოს დადგენილება;

 

– განაცხადი (კლუბის ბეჭედი, ჯანდაცვის დაწესებულების ბეჭედი);

– ფეხბურთელების პასპორტების ან პირადობის მოწმობებს ქსეროასლები;

– სტადიონის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (კლუბის სტადიონი);

– სტადიონთან ხელშეკრულება მთელი სეზონის განმავლობაში;

– მწვრთნელთან კონტრაქტი;

– ექიმთან კონტრაქტი (ყველა თამაშზე ექიმის დასწრება აუცილებელია);

– საწევრო შესატანის გადახდის ქვითარი;

– სამართალდაცავ უწყებასთან ხელშეკრულება;

– კლუბის ხელმძღვანელების მონაცემები (გვარი, სახელი, თანამდებობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი);

– სხვა კლუბიდან მასთან გადასული ფეხბურთელების განთავისუფლების ფურცელი;


5.5 განაცხადში ფეხბურთელის ადგილი თავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ მას გაიწვევენ სამხედრო–სავალდებულო სამსახურში ან სფფ გასცემს საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატს;

5.6 მეორე ლიგაში ნებისმიერ დროს ნებადართულია ბავშვთა საფეხბურთო სკოლიდან და ჭაბუკთა ლიგიდან ფეხბურთელის დარეგისტრირება;

5.7 გუნდის განაცხადი დამოწმებულად ჩაითვლება კლუბის პრეზიდენტისა და უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების ბეჭდითა და ხელმოწერით;

5.8 უმაღლესი და პირველი ლიგის ფარმკლუბები მთლიანად უნდა იყვნენ დაკომპლექტებული 1991 წელს და მომდევნო წლებში დაბადებული ფეხბურთელებით. ფარმკლუბებს უფლება აქვთ განაცხადში დაამტკიცონ და ოქმში შეიყვანონ 1992 წელს დაბადებული 5 ფეხბურთელი;

5.9 აკრძალულია ერთი კლუბის ორი გუნდის, მათ შორის ფარმკლუბის მონაწილეობა მეორე ლიგის ერთ ზონაში თუ ფარმკლუბი დაიკავებს იმ ლიგში გადასასვლელ ადგილს, რომელშიც მონაწილეობს მისი ძირითადი გუნდი. ამ შემთხვევაში მაღალ ლიგაში მონაწილეობის უფლება ენიჭება ფარმკლუბის შემდეგ, მომდევნო ადგილზე მყოფ გუნდს;

5.10 მეორე ლიგს ფარმკლუბებს უფლება აქვთ ათამაშონ არაუმეტეს 5 ფეხბურთელი უმაღლესი და პირველი ლიგის თავიანთი კლუბებიდან. ამ 5 ფეხბურთელს შორის შეიძლება იყოს მეკარეც (უმაღლესი ლიგის ფარმკლუბში 4 ფეხბურთელი ითვლება, როგორც ძირითად, ასევე დუბლშემადგენლობიდან);

5.11 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ფეხბურთელი–მწვრთნელი;

5.12 ფეხბურთელი ყოველი 3 გაფრთხილების შემდეგ ტოვებს მომდევნო ტურის ერთ თამაშს. იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელს აქვს ორი გაფრთხილება და შემდეგ მიიღბს წითელ ბარათს და გამოტოვებს 1 მატჩს, ერთი გაფრთხილების შემდეგ ისევ მოუწევს 1 მატჩის გამოტოვება;

5.13 თუ ფეხბურთელი მიიღბს წითელ ბარათს, იგი სასჯელის მოხდის შემდეგ, ყოველი 3 მომდევნო გაფრთხილების შემდეგ გამოტოვებს 1 მატჩს;

 

6. ფეხბურთელების ტრანსფერი

6.1 ფეხბურთელი, რომელსაც სურს თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს ეგიდით გამართულ ნებისმიერ შეჯიბრებაში მონაწილეობა და შეყვანილია კლუბის განაცხადში რეგისტრირდება თფფ–ში, იფფ–ში ან აფფ–ში.

6.2 თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის ფეხბურთელელი შეიძლება დარეგისტრირდეს ორიდან მხოლოდ ერთ–ერთ სატრანსფერო პერიოდში, რომელიც დაწესებულია სფფ–ს მიერ, სფფ–ს მიერ დადგენილი სატრანსფერო პერიოდებია:

პირველი პერიოდი – 2014 წლის 1 ივლისი – 2014 წლის 31 აგვისტო

მეორე პერიოდი – 2015 წლის 1 თებერვალი – 2015 წლის 31 მარტი

საერთაშორისო ტრანსფერებისას გათვალისწინებული იქნება იმ ქვეყნის სატრანსფერო პერიოდები, რომლის კლუბთანაც ხორციელდება ტრანსფერი.

6.3 საფეხბურთო სეზონის განმავლობაში ფეხბურთელი შეიძლება დარეგისტრირდეს 3 (სამი) კლუბში, ოფიციალურ მატჩებში 2 (ორი) კლუბში მონაწილეობის უფლებით. მატჩის ოქმში ფეხბურთელის შეყვანა არ ნიშნავს მონაწილეობას (ფიფას პროფესიული სტატუსისა და ტრანსფერის წესდების მუხლი N 5, პუნქტი N 3–ის მიხედვით).

 

6.4 დაუშვებელია კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტა საფეხბურთო სეზონის მსვლელობის დროს (ფიფას პროფესიული სტატუსისა და ტრანსფერის წესდების მუხლი N 16)

 

6.5 კლუბსა და ფეხბურთელს შეუძლიათ, გააუქმონ არსებული სამუშაო კონტრაქტი დასაქმების პირველი სეზონის გასვლამდე თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ორივე მხარის მიერ) ორმხრივი თანხმობის საფუძველზე ამ შემთხვევაში ფეხბურთელს შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს ახალ კლუბში თფფ–ს ხელახლა გახსნილ სარეგისტრაციო პერიოდში;

 

6.6 ფეხბურთელის გადასვლა ერთი კლუბიდან მეორეში "იჯარის" პირობებით ითვლება ერთ გადასვლად, ხოლო ფეხბურთელის დაბრუნება ძველ კლუბში გადასვლად არ ითვლება. შესაბამისად, ფეხბურთელის "იჯარით" გადაცემის ვადა შეიძლება იყოს 6 თვე. აღნიშნული განმარტება არ ვრცელდება იმ შემთხვევისათვის, როცა "იჯარის" შესაბამისად ფეხბურთელი არ ბრუნდება თავის კლუბში და გადადის მესამე კლუბში. ამ შემთხვევაში ფეხბურთელს ჩაეთვლება მეორე გადასვლად;

 

6.7 სფფ–ს მიერ დაწესებული სატრანსფერო–სარეგისტრაციო პერიოდის გარდა, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს ყველა ის ფეხბურთელი, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს იპოვეს კლუბი, რომელშიც უნდა გაიარონ რეგისტრაცია, თუ ისინი არ იყვნენ დაკავებული შრომითი კონტრაქტით სარეგისტრაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;

 

6.8 არასატრანსფერო პერიოდებში ფეხბურთელის ტრანსფერი შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ კლუბი, რომელშიც თამაშობდა ეს ფეხბურთელი გაირიცხა თფფ–ს, იფფ–ს ან აფფ–ს შეჯიბრებიდან;

 

 

6.9 მეორე ლიგის გუნდს უფლება აქვს, სარეგისტრაციო პერიოდებში საქართველოს საზღვრებს გარედან მოიწვიოს და განაცხადში შეიყვანოს არაუმეტეს 3 (სამი) უცხოელი ფეხბურთელი, რომლებზე სფფ–ში უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ნებართვა (სერთიფიკატი) საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის და შეიტანოს 2 000 (ორი ათასი) ლარი სფფ–ს ანგარიშზე;

6.10 უცხოეთიდან მოწვეულ ფეხბურთელებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა;

6.11 ნებისმიერი არამოყვარული ფეხბურთელის კონტრაქტი და აგრეთვე ყველა შესაძლო ცვლილება და დამატება აუცილებლად უნდა იყოს აღრიცხული სფფ–ში. ამ მიზნით უნდა წარმოადგინონ:

ა) კონტრაქტის 3 (სამი) ორიგინალი ყველა ცვლილებითა და დამატებით, რომლებზეც კეთდება თფფ–ს, იფფ–ს ან აფფ–ს შესაბამისი რეგისტრაცია;

ბ) კონტრაქტის ასლი ცვლილებებითა და დამატებებით, რომელიც რჩება თფფ–ში, იფფ–ში ან აფფ–ში;

6.12 სფფ–ს სასამართლო ორგანოების მიერ კონტრაქტის პირობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხების განხილვისას გამოყენებული იქნება ის კონტრაქტები, მათი დანართები და სხვა იურიდიული დოკუმენტაცია, რომლებიც ექნება ორივე მხარეს, თფფ–სა, იფფ–ს ან აფფ–ს ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი სხვა დოკუმენტი, რომლის არსებობა თფფ–სა, იფფ–სა და აფფ–სთვის უცნობია, არ განიხილება;

6.13 ფეხბურთელების ტრანსფერთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოცემულია სფფ–ს ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის დროებით დებულებაში; 

7. შეჯიბრების ჩატარების ადგილი

7.1 სტადიონების მიღება ხდება ჩემპიონატის დაწყებამდე არანაკლებ 10 (ათი) დღით ადრე;

7.2 სტადიონების მიღების აქტი მოწმდება თფფ–ს, იფფ–ს ან აფფ–ს მიერ;

7.3 თფფ–ს, იფფ–სა და აფფ–ს ხელმძღვანელობის თანხმობით, განსაკუთრებულ შემთხვევაში კალენდარული მატჩები შიძლება გადატანილ იქნას სხვა სტადიონზე თუ დაცული იქნება შემდეგი პირობები:

 

ა) სტადიონი უნდა შდიოდეს იმ სპორტნაგებობათა რეესტრში, რომლებიც დაშვებულია თფფ–ს მიერ 2014–2015 წლების სეზონისთვის. შესაბამისი თანხმობის მისაღებად საფეხბურთო კლუბმა თფფ–ს, იფფ–ს ან აფფ–ს უნდა მიმართოს მატჩამდე არაუგვიანეს 4 (ოთხი) დღისა;

7.4 იმ შემთხვევაში თუ საფეხბურთო მინდორი ან სტადიონი, რომელზეც კლუბი ატარებს საშინაო თამაშებს, არ შეესაბამება სფფ–ს მოთხოვნებს, მატჩები გადატანილი იქნება სხვა სტადიონზე;

7.5 საფეხბურთო კარის დაზიანების დროს და სხვა შემთხვევაში მასპინძელთა გუნდი ვალდებულია, 45 წუთის განმავლობაში შეასწოროს დაზიანება ან შეცვალოს კარი და გაგრძელდეს მატჩი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასპინძელთა გუნდს ჩაეთვლება წაგება 0:3, ხოლო თუ მასპინძელი გუნდი თამაშს აგებდა 3 ან მეტი გოლის სხვაობით, მატჩის შედეგი ძალაში რჩება;

7.6 მატჩის გადატანა შესაძლებელია ფორსმაჟორული მდგომარეობისას რომლის წინასწარ გათვალისწინება (წყალდიდობა, დიდთოვლობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა ბუნებრივი მოვლენები) შეუძლებელია. ასევე, სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევისას, რომელიც მატჩის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისგან დამოუკიდებლად მოხდება (საგანგებო მდგომარეობა, კომენდატის საათი მატჩის ჩატარების რაიონში) და სხვა მიზეზების გამო, რომელიც მთავარი მსაჯისა და მსაჯთა დამკვირვებლის აზრით, საშიშროებას წარმოადგენს მოთამაშეთა ჯანმრთელობისათვის;

7.7 მსაჯთა დამკვირვებელი და მთავარი მსაჯი ვალდებული არიან, ყველა ღონე იხმარონ მატჩის ჩასატარებლად, რის შესახებაც მათ უნდა აცნობონ თფფ–ს, იფფ–ს ან აფფ–ს ხელმძღვანელობას;

7.8 მატჩის გადატანასა და თარიღის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღება ევალება თფფ–ს, იფფ–ს და აფფ–ს შესაბამის სამსახურს;

7.9 მასპინძელთა კლუბი, რომლის მოედანზეც ტარდება მატჩი, ვალდებულია:

– გამოყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებლის უსაფრთხოებას;

– მიაცილოს მსაჯთა ბრიგადა გასახდელიდან მოედნამდე და მოედნიდან გასახდელამდე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი პირების თანხლებით. ყველანაირად დაიცვას ისინი;

– გამორიცხოს მსაჯთა ოთახში უცხო პირების ყოფნა. იმ მსაჯთა გარდა რომლებიც ემსახურებიან მატჩს, ოთახში შესვლის უფლება აქვს მატჩის მსაჯთა დამკვირვებელს, თფფ–ს, იფფ–ს ან აფფ–ს წარმომადგენლებს, რომლებიც ატარებენ ამ მატჩს და იმ პირებს, რომლებსაც მიიწვევს მსაჯი ან მსაჯთა დამკვირვებელი;

– მოთამაშე გუნდების წარმომადგენლებს მსაჯთა ოთხაში შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ მსაჯთა დამკვირვებლის თანხმობის შემდეგ;

– უზრუნველყოს მატჩის ჩატარება რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტებით;

– უზრუნველყოს მაყურებელთა, მონაწილეთა უსაფრთხოება სამართალდამცავ ორგანოებსა და სტადიონის დირექტორთან ერთად;

– დახმარება გაუწიოს მსაჯებსა და მსაჯთა დამკვირვებელს მატჩის ოქმის სფფ–ში ფაქსით გადაგზავნაში;

7.10 მასპინძელი კლუბი და სტადიონის დირექცია ვალდებული არიან უზრუნველყონ:

– საფეხბურთო მოედანი, მინდვრის კარგი ხარისხის საფარი, ორივე გუნდისთვის გასახდელი, რომელიც მოწყობილია სათანადო რაოდენობის ავეჯით (სკამებით, მაგიდებით, ტანსაცმლის ჩამოსაკიდითა და სხვა);

– სპეციალური ოთახი მსაჯებისა და მსაჯთა დამკვირვებლისთვის;

– სანიტარული საკაცე ორი მომსახურე პერსონალით;

– შესაბამისი პირადობის მოწმობის წარმოდგენის შემდეგ, მონაწილე გუნდებისა და ფედერაციის წარმომადგენლობის სტადიონზე დაუბრკოლებლად შესვლა;

– მატჩის მსაჯთა დამკვირვებლისთვის შეუფერხებელი მოძრაობა (თამაშამდე, თამაშის დროს, თამაშის შემდეგ);

7.11 7.9 და 7.10 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, მასპინძელი გუნდი დაჯარიმდება 100 (ასი) ლარით, განმეორებით შემთხვევაში 200 (ორასი) ლარით და ა.შ.

8. მსაჯობა

8.1 საქართველოს 2014–2015 წლების 26–ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგის აღმოსავლეთ ზონის თამაშებს მოემსახურებიან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge