მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



"აფხაზეთი" ევროპის თასს "სიონთან" მატჩით გახსნის! 01.04.2014

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდ "კობი და მეგობრების" ინიციატივითა და ორგანიზებით, თბილისის ფეხბურთის ფედერაციისა და რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების მხარდაჭერით, 4 აპრილს მასშტაბური ტურნირი, "ევროპის თასი–საქართველო" აიღებს სტარტს. გათამაშებაში, რომლის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რეგიონული პრინციპით ჩატარდება, 2001 წელში დაბადებული ჭაბუკები მიიღებენ მონაწილეობას.

დღეს, 1 აპრილს, რესტორან "არისტოკრატში", 14 საათზე, ტურნირის, "ევროპის თასი–საქართველოს" საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჩვენი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის გუნდი "აფხაზეთი" "აღმოსავლეთ საქართველოს" ზონაში იასპარეზებდა. ტურნირის მონაწილე 44 გუნდი რეგიონული პრინციპით შემდეგნაირად დაიყო.

ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 8–8 გუნდი იასპარეზებს "აღმოსავლეთ საქართველოს", "სამეგრელოსა" და "იმერეთის" ზონებში, 4 გუნდი იასპარეზებს აჭარა–გურიის რეგიონის ზონაში, ხოლო თბილისის "ზონაში" 16 მონაწილე გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. შესაბამისად, საკვალიფიკაციოდან ფინაოლურ რაუნდში დედაქალაქიდან ჯგუფის თითო გამარჯვებული, ანუ ჯამში 4 გუნდი გავა. ამ ოთხეულს, "სამეგრელოოს, "იმერეთის", "აწარა გურიისა" და "აღმოსავლეთ საქართველოს" ზონის თითო გამარჯვებული, ანუ, ასევე 4 გუნდი დაემატება და ფინალურ რაუნდში ეს 8 გუნდი იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპი 13–14 აპრილს დასრულდება და ფინალურ ეტაპზე გასული 8 გუნდი წილისყრის შედეგად 2 4–გუნდიან ჯგუფში განაწილდება. ტურნირის ფინალური ეტაპი 26–27 აპრილს თბილისში გაიმართება. აღსანიშნავია ის, რომ ტურნირის, "ევროპის თასი–საქართველოს" გამარჯვებული გუნდი, საერთაშორისო ფონდის "კობი და მეგობრობის" დაფინანსებით, ივლისში გერმანიაში გაემგზავრება და 7–12 ივლისს ევროპის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის საკვალიფიკაციო ტაპზე ჩასატარებელი მატჩები ორი 20 წუთიანი ტაიმისგან შდგება, ფინალურ ეტაპზე კი 30–წუთიანი ორი ტაიმი იქნება. მონაწილე გუნდებს განაცხადში 20 მოთამაშის შეყვანის უფლება აქვთ. მატჩში კი 11–11 ფეხბურთელი ითამაშებს.

წილისყრის შედეგად "აღმოსავლეთ საქართველოს" ზონაში, საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა მატჩი თბილისში, 35–ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე გაიმართება. ამ ზონის ყველა მატჩი 11 აპრილს გაიმართება, მატჩების განრიგი ასეთია:

 

11.04.2014. ქ. თბილისი. 35–ე საფეხბურთო სკოლა

1/4 ფინალი

A-2 აფხაზეთი – სიონი (ბოლნისი) – 11:00 სთ.

B-1 სამაჩაბლო – ახაგლორი – 12:00 სთ.

B-2 შიდა ქართლი – მცხეთა–მთიანეთი – 13:00 სთ.

A-1 კახეთი (თელავი) – ზარზმა (ადიგენი) – 14:00 სთ.

ნახევარფინალი

C-1 "B-1–ის" გამარჯვებული – "B-2–ის" გამარჯვებული

C-2 "A-1–ის" გამარჯვებული" – "A–2–ის" გამარჯვებული

ფინალი

"C-1–ის" გამარჯვებული – "C-2–ის გამარჯვებული"

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge