მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ოთარ გაბელია – 61 24.03.2014.

დღეს, 24 მარტს, თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ მეკარეს, ოთარ გაბელიას 61 წელი შეუსრულდა...

მოთამაშის კარიერა ოთარ გაბელიამ ზუგდიდის "დინამოში" დაიწყო, საიდანაც ჯერ სოხუმის "დინამოში", შემდეგ ჯერქუთაისის "ტორპედოში", მერე კი თბილისის "დინამოში" გადავიდა. ოთარ გაბელია 10 წლის განმავლობაში იცავდა ყველაზე ტუტულოვანი ქართული გუნდის, თბილისის "დინამოს" კარს. ნათამაშები აქვს საბჭოთა კავშირის ნაკრებში.

ქართული ფეხბურთისთვის დღემდე ყველაზე გამორჩეული ტიტულის, თასების მფლობელთ თასის მოპოვებაში (1981 წლის 13 მაისი), ოთარ გაბელიამ უდიდესი წვლილი შეიტანა...

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ოთარ გაბელია ქართულ ფეხბურთში დარჩა და სხვადასხვა დროს შემდეგ გუნდებს წვრთნიდა: ზუგდიდის "ოდიში", გურჯაანის "ალაზანი", ყვარლის "დურუჯი", მარნეულის "ალგეთი", თსუ, თბილისის "მერანი", ბოლნისის "სიონი", ქუთაისის "ტორპედო", "ბორჯომი". ოთარ გაბელია მეკარეების მწრთნელად მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. 2009–2011 წლებში ოთარ გაბელია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ოთარ გაბელიას ტიტულების ჩამონათვალი ასეთია:

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი – 1978

საბჭოთა კავშირის ვიცე–ჩემპიონი – 1977

საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი – 1981

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი – 1979

საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი – 1980

საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე – 1979

ლევ იაშინის სახელობის კლუბის წევრი – 131 მატჩი უგოლოდ

 

აფხაზეთის ფეხბურთი ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

ოთარ გაბელიას

დაბადების დღეს ულოცავს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს...

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge