მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებები 28.02.2014

 

ერთობლივი საქმიანობის, საქველმოქმედო–სპონსორული დახმარების განხილვის მიზნით გთავაზობთ:


1. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ყველა ღონისძიებასა და ოფიციალურ ვებგვერდზე (საიტზე) სპონსორი (ან პარტნიორი) კომპანიის ლოგოს განთავსება, ბლანკზე, ბანერი მინი–ფეხბურთის ტურნირების მსვლელობისას, საგაზეთო–სატელევიზიო ინტერვიუბი ლოგოს თანხლებით, საკონფერენციო–სათათბირო დარბაზის გაფორმება სპონსორი (ან პარტნიორი) კომპანიის ლოგოიანი ბანერებით.

2. სფფ–ს დელეგირებით აფფ–ს მიერ აღმოსავლეთ საქართველოს ზონაში ორგანიზებულ 4 ასაკობრივ ჯგუფში მონაწილე გუნდის ყველა მოთამაშის მაისურზე განთავსდება სპონსორის (ან პარტნიორის) ლოგო: 56 გუნდი X 25 = 1 400 ფეხბურთელი.

3. 2013–2014 წლების სეზონის მიმდინარე ჩემპიონატების ყველა თამაშზე აღმოსავლეთ საქართველოში (საორიენტაციოდ 4X7X26=728 თამაში), სტადიონებზე განთავსდება სპონორის (ან პარტნიორის) ლოგოიანი ბანერი.

4. 2013–2014 წლების სეზონის ჩემპიონატის დამთავრებისთანავე დაჯილდოების ცერემონიალი ნაჩვენები იქნეს ტელევიზიით სპონსორის (ან პარტნიორის) სარეკლამო პროდუქციისა და ლოგოს განთავსებით.

5. სპორტულ გაზეთში (სავარაუდოდ "სპორტული ამბები") კვირაში ერთხელ განთავსდეს მიმდინარე ჩემპიონატების მატჩების შედეგები და ცხრილი სპონსორის (ან პარტნიორის) ლოგოს თანხლებით.

6. რადიო "ჯაკო"–ში აფფს– ჩემპიონატების მსვლელობისას, ტურის შედეგების გამოცხადება, სპონსორის (ან პარტნიორის) დასახელებით კვირაში 2–ჯერ და 4–ჯერ განმეორებით.

7. სპონსორთან (ან პარტნიორთან) კონსულტაციის შედეგად, შესაძლებელია დაფუძნდეს ყოველთვიური (ან ყოველვირეული) 16 გვერდიანი საფეხბურთო გაზეთი სპონსორის ლოგოთი, მისია ბრენდის წარმოჩენისა და პროდუქციის რეკლმირების მიზნით.

8. უფროს ასაკში, აფხაზეთის ღია ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 8 საუკეთესო გუნდის მონაწილეობით პარტნიორის სახელობის თასის გათამაშების ჩატარება შესაბამისი რეკლამისა და პიარის თანხლებით.

9. სპონსოროს (ან პარტნიორის) წინადადებით, სხვადასხვა საკითხები დამატებით განიხილება.

10. წარმოდგენილი წინადადებების საორიენტაციო ღირებულებაა 25–30 ათასი ლარი მიმდინარე წლის ბოლომდე.


დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება ხელშკრულების პროექტი


საკონტაქტო ტელეფონი/ფაქსი: 2 35 60 12, მობ. 5 77 41 12 58

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge