მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გვახსოვდეს!!! თბილისის „დინამოს“ ტაშკენტური ტრიუმფიდან, 49 წელი გავიდა... 18.11.2013.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში (რომელიც იმდროინდელ მსოფლიოში ტოპ საფეხბურთო ლიგების სამეულში ყოველთვის იყო), ქართული ფეხბურთი ძირითადად თბილისის „დინამოთი“ იყო წარმოდგენილი. ცენტრი რუსული კლუბების ჰეგემონიაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის „დინამოს“ ტრიუმფს ვერანაირი ბერკეტებით ვერ აჩერებდნენ. სწორედ ასეთი პერიოდი იყო 49 წლის წინ, 1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის „დინამო“ პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი...

1964 წლის სეზონის ბოლოს თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ ჩემპიონატში თანაბრად, 46–46 ქულა დააგროვეს, იმ დროისათვის მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, ასეთ დროს ჩემპიონის ვინაობა „ოქროს მატჩს“ უნდა გამოევლინა, რომელიც 1964 წლის 18 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა...

ტაშკენტური „ოქროს მატჩის“ პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი შერმაკოვმა მოსკოვის „ტორპედო“ დააწინაურა. თუმცა, 70–ე წუთზე ლეგენდარულმა ილია დათუნაშვილმა ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 90 წუთი ფრედ, 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ორი 15 წუთიანი ტაიმი დაინიშნა. ქართულმა „დინამომ“ პირველ დამატებით ტაიმშივე იძალა, ილია დათუნაშვილისა და მიხეილ მესხის თითო გოლმა ამ მატჩის ბედი ფაქტპბრივად გადაწყვიტა (3:1). თუმცა, მეორე დამატებით ტაიმში მოსკოველთა მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით შეაჩერა ბურთი და პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრინი სლავა მეტრეველმა გოლად აქცია, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, 4:1 და საბჭოთა კავშირში თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობა დააფიქსირა.

1964 წლის 18 ნოპემბრს „ოქროს მატჩში“ თბილისის „დინამომ“ შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

 

სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ.), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი, მიხეილ მესხი.

 

მთავარი მწვრთნელი: გავრილ კაჩალინი

 

გუნდის უფროსი: ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძე

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge