მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მემორანდუმი გაფორმებულია, თანამშრომლობა დაიწყო! 05.04.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთისთვის მომავალი თაობებისთვის აღზრდის საქმეში, ეს დღე მნიშვნელოვანი თარიღია. დღეს, 5 აპრილს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ცენტრალური ტელევიზია CTV-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამისად, ცენტრალური ტელევიზია CTV, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მედია პარტნიორი გახდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში დილიდანვე შეიკრიბნენ ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიების მესვეურები. ამ აუდიტორიის წინაშე, მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ და ცენტრალური ტელევიზია CTV-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარი ლეჟავამ მემორანდუმს საჯაროდ ხელი მოაწერეს.


მემორანდუმი დღეიდან შევიდა ძალაში, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ცენტრალური ტელევიზია CTV, ყოველთვიურად, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართი ჩემპიონატების (ჩემპიონ ლიგა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში), 30 მატჩს აჩვენებს ტელევიზიით და 4 საფეხბურთო თოქ შოუს მოამზადებს. ამასთან, ტელემაყურებელს მიაწვდის ჩემპინ ლიგის გათამაშებების შედეგებს ტელემაყურებელს ოპერატიულად მიაწვდის.


"დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა, ბავშვთა და მოზარდთა ჩემპინატები უკვე ტელევიზიით იქნება გადაცემული. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში, ასეთი რა პირველად მოხდება. მჯერა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ცენტრალური ტელევიზია CTV-ს თანამშრომლობა ორმხრივად წარმატებული იქნება", - აღნიშნა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ.

ცენტრალური ტელევიზია CTV-ს აღმასრულებელი დირექტორი მარი ლეჟავამ კი განაცხადა: მოხარულები ვართ, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩვენი პარტნიორი იქნება. ყვეაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალის შესახებ, ჩვენი მედია პარტნიორის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცენტრალური ტელევიზია CTV-ს ეთერში, დღეს, 23 საათზე შეგიძლიათ იხილოთ.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge