მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ვულოცავთ, სოსო მალანია 57 წლისაა 26.09.2021

მას, სოხუმის გადაჭედილ სტადიონზე არაერთხელ გაუხარებია სტაჟიანი ქომაგები, უბრალო აფხაზეთელები. ის აფხაზეთელია და ჩინეთშიც უთამაშია საქართველოს სახელით. დევნილობის მიუხედავად, ის დღესაც ცდილობს აფხაზეთელთა გახარებას და კვლავ ქართული ფეხბურთის სამსახურშია...

კიდევ არაერთი შტრიხის წარმოჩენა შეგვიძლია, მაგრად შორს წაგვიყვანს და მოკლედ გეტყით. ეს კაცი სოსო მალანიაა, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდემტი, რომელიც დღეს 57 წლის გახდა. ის დღესაც არ კარგავს იმედს, რომ ერთ მშვენიერ იუბილეს მშობლიურ სოხუმში აღნიშნავს. ამ მოლოდინს აფხაზეთელები და მთელი საქართველო ვუერთდებით... მანამდე კი...

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

აფხაზეთის კუთხის შვილებისა და ქართველების სახელით

სოსო მალანიას ვულოცავთ დაბადების დღეს

ჯანმრთელობას, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge