მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



მცხეთამ მდევარი დასცა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი, 5 ტური) 26.05.2021

ამ ხუთიოდე დღის წინ, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის მეოთხე და მეხუთე ტურის თამაშების შედეგები და სატურნირო ცხრილი გაგაცანით და იქვე გაცნობეთ, რომ მთავარი ინტრიგა წინ გველოდა. ეს ინტრიგა ლიდერთა მატჩი გახლდათ, რომელმაც დაძაბულად ჩაიარა.

ამ დრამატულ შეხვერაში "მცხეთამ" მარნეულის "ალგეთს" უმასპინძლა. ამ მატჩის მთავარი ინტრიგა ის გახლდათ, რომ ამ თამაშამდე ეს გუნდები ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფდნენ, თანაც მხოლოდ ეს ორი გუნდი იყო, რომელსაც ამ სეზონში წაგება არ ჰქონია.

მოკლედ, "მცხეთამ" ალგეთელებთან ჭიდილში იძალა, მარნეულელებს 2:1 სძლია და ხუთიდან ხუთი მოგებით დამაჯერებლად ლიდერობს ცხრილს.

 

1. მცხეთა (მცხეთა) - ალგეთი (მარნეული) - 2:1

 

სატურნირო ცხრილი 26 მაისის მდგომარეობით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. მცხეთა 5 5 0 0 18-2 15
2. ალგეთი 4 3 0 1 8-6 9
3. კაზრეთი-სიონი 5 2 1 2 5-3 7
4. აისი 5 2 1 2 7-13 7
5. მუხრანი 3 2 0 1 10-8 6
6. განთიადი (აგ.) 3 1 0 2 3-2 3
7. გორარხი-ვიტხები 3 1 0 2 5-13 3
8. იბერია-1 5 0 0 5 4-13 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge