მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ლიახვი-2 უდანაკარგოა (ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი, II ტური) 23.05.2021

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან უმცროს ასაკში, ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, მე-2 ტურის მატჩები შედგა. ამჯერად ტური სრულად ჩატარდა და სტუმარ-მასპინძელმა კვლავაც ბევრი ბურთი გაიტანა.

18 გოლი 3 მატჩში, ასეთია მეორე ტურის მონაგარი. ამ ტურის მატჩების შედეგად უდანაკარგოდ მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა - ლიახვი-2 (აჩაბეთი), რომელიც სატურნირო ცხრილს დამსახურებულად ლიდერობს. ბევრს აღარ გავაგრძელებთ და უმჯობესია თამაშების შედეგებსა და ცხრილს აქვე თავადვე გაეცნოთ:

 

ნიაზ ძიაპშიპას სახელობის ჩემპიონატი

(2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის)

2 ტური.

22 მაისი 2021 წ.

1. იბერია 2010 (თბილისი) - ალგეთი (მარნეული) - 4:1

22 მაისი 2021 წ.

2. ლიახვი-2 (აჩაბეთი) - დინამო (სოხუმი) - 9:0

3. აფხაზეთი - ლიახვი-1 (აჩაბეთი) -3:1

 

სატურნირო ცხრილი 2 ტურის შემდეგ

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ლიახვი-2 (აჩაბ.) 2 2 0 0 13-1 6
2. იბერია 2010 (თბ.) 2 1 1 0 9-6 4
3. აფხაზეთი 2 1 1 0 8-6 4
4. ალგეთი (მარნ.) 1 0 0 1 1-4 0
5. ლიახვი-1 (აჩაბ.) 2 0 0 2 2-7 0
6. დინამო (სოხ.) 1 0 0 1 0-9 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge