მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ანზორ გაბიტაშვილი გამოგვაკლდა... 09.05.2021

ის მხოლოდ თბილისის "დინამოს" ლეგენდარული მასაჟისტი არ იყო. არ იყო მხოლოდ ის კაცი, რომელიც მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, თბილისის "ლოკომოტივში" და სხვა გუნდებში. ის ბუნებით დიდებული ადამიანი გახლდათ, გულღია, მხიარული, უსიტყვოდ გამგები, ალალი, შრომისმოყვარე, პატრიოტი, ქართული ფეხბურთის რიგითი გულშემატკივარი...

1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის ფინალში, საფინალო სასტვენის შემდეგ, მან მატჩის არბიტრს ის ბურთი გამოსტაცა ხელიდან, რომლითაც თბილისის "დინამო" ევროპული ტიტული, თასების თასი მოიპოვა და ეს ბურთი რელიქვიად დიუსელდორფიდან თბილისში ჩამოიტანა...  ის, ანზორ გაბიტაშვილი იყო და მას მერე 40 წელი გავიდა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

მწუხარებას გამოთქვამს

ანზორ გაბიტაშვილის

გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge