მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ვულოცავთ! მურთაზ ვეკუა 72 წლისაა 17.09.2020

... სოხუმის "დინამოს" კიდევ ერთ ფეხბურთელზე, მეკარეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეს მურთაზ ვეკუა გახლავთ, რომელიც დღეს 72 წლის გახდა და დღესაც ქართულ ფეხბურთს ემსახურება. მურთაზ ვეკუა საიმედო მეკარეობის გარდა, სოხუმის "დინამოში" ასპარეზობის სტაჟითაც გამორჩეულია. ის 1967 წელს გამოჩნდა სოხუმის "დინამოს" შემადგენლობაში და 1978 წელსაც აფხაზეთელთა მთავარი გუნდის კარს იცავდა.

მურთაზ ვეკუას სოხუმის "დინამოში" ისეთი რჩეული მწვრთნელები ჰყავდა, როგორებიც იური გრამატიკოპულო და გიგა ნორაკიძე იყვნენ. სწორედ მურთაზ ვეკუას გვერდით იქცა გამორჩეულ მეკარედ, მასზე ასაკით უმცროსი, ამჟამად 67 წლის, ოთარ გაბელია, რომელიც 1981 წელს თასების თასის მფლობელი გუნდის კარს იცავდა.

"მურთაზ ვეკუა ტანად მაღალი არ იყო, მაგრამ გამორჩეული ნახტომები ჰქონდა და თავისი საიმედო თამაშით გუნდის წარმატებებს განაპირობებდა. ჩვენ სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით და ჩვენი ინსტიტუტის გუნდი, ინსტიტუტებს შორის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა" - იუბილარ მურთაზ ვეკუაზე გვითხრა მისმა თანაგუნდელმა ნოდარ კაკულიამ, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებაში, ფედერაციის დაარსებიდან დღემდე მუშაობს.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge