მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ფინალში ვიტელები ლომებს დაუხვდებიან (ალექსი ილიადის სახელობის ტურნირი) 02.02.2020

ალექსი ილიადის 75 წლისადმი მიძღვნილი ტურნირზე ჯგუფური რაუნდი დღეს დასრულდა. როგორც უკვე ვწერდით სტარტზე ორი გუნდი დაწინაურდა. ფინალში მათი თამაში ვივარაუდეთ კიდეც და ასეც მოხდა. გათამაშების ფინალში სწორედ "ვიტ ჯორჯია" და "ლომები" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თუმცა, ამაზე ქვემოთ, მანამდე კი ჯგუფური რაუნდის ყველა მატჩის შედეგებსა და ტურნირის ექვსივე მონაწილეს გავეცნოთ.

გორარხი (მარნეული)

ლომები (თბილისი)

ვიტ ჯორჯია

მერანი (თბილისი)

იბერია 2017

მუხრანი

 

01 თებერვალი 2020 წ.

ლომები (თბილისი) - მუხრანი - 2:0

ვიტ ჯორჯია - იბერია 2017 - 3:0

მუხრანი - გორარხი (მარნეული) - 3:3


02 თებერვალი 2020 წ.

ლომები (თბილისი) - გორარხი (მარნეული) - 2:2

მერანი (თბილისი) - იბერია 2017 - 2:2

ვიტ ჯორჯია - მერანი (თბილისი) - 0:0

ამ მატჩების შედეგად ჯგუფებში გუნდები ასე განლაგდნენ:

A ჯგუფი

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ვიტ ჯორჯია 2 1 1 0 3-0 4
2. იბერია 2017 2 1 0 1 3-4 3
3. მერანი (თბ.) 2 0 1 1 1-3 1


B ჯგუფი

N გუნდები თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ლომები 2 1 1 0 4-2 4
2. გორარხი (მარნ.) 2 0 2 0 5-5 2
3. მუხრანი 2 0 1 1 3-5 1


ტურნირის დასკვნითი დღე ხვალ, 3 თებერვალს, ალექსი ილიადის დაბადების დღესაა. ჯგუფებში პირველები ფინალში ითამაშებენ, მეორეადგილოსნები კი მე-3 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შესაბამისად, ხვალინდელი მატჩების ანონსი ასეთია:

მატჩი მე-3 ადგილისთვის

იბერია 2017 (თბ.) - გორარხი (მარნეული)   16:00 სთ

ფინალი

ვიტ ჯორჯია - ლომები (თბილისი)   17:00 სთ.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge