მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ვულოცავთ! მიხეილ ჯიშკარიანი - 50 წლისაა! 01.11.2019

დღეს, 1 ნოემბერს, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი, არა მარტო საქართველოში, არამედ პოსტ საბჭოთა ქვეყნებსა და გადაჭარბებული არც ის იქნება თუ ვიტყვით, თავის თაობაში, ევროპაში გამორჩეული, მიხეილ ჯიშკარიანი 50 წლის გახდა.

 

ფეხბურთელი, რომელიც საკუთარი ხელწერით გამოირჩეოდა და პირველი ქართველი გახლდათ, რომელმაც ჩეპიონთა ლიგაში (იმ დროისთვის ჩემპიონთა თასზე) იასპარეზა, თანაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, კიევის "დინამოს" მაისურით.

 

მიხეილ ჯიშკარიანი დღესაც ქართული ფეხბურთის სამსახურშია. ის "დინამო თბილისში" კლუბის პრეზიდენტის მრჩეველია და კვლავაც ქართულ ფეხბურთზე ზრუნავს. გარდა ამისა, მიხეილ ჯიშკარიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი გახლავთ.

თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო", გაგრის "დინამო", სამტრედიის "სანავარდო". სოხუმის "ცხუმი", გერმანული "ვორმატია", კიევის "დინამო", ასევე უკრაინული "ცსკა-ბორისფენი", რუსული "კამაზი", "სოკოლი", "ტორპედო-ზილი", "კრასნოზნამენსკი", უფას "ნეფტიანიკი", თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "ამერი"... ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, სადაც მიხეილ ჯიშკარიანი ასპარეზობდა. ამ კლუბების გარდა, მან 2005-2006 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც იასპარეზა. 

 

 

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

ყველა აფხაზეთელია და ქართული ფეხბურთის ქომაგის სახელით

მიხეილ ჯიშკარიანს

ულოცავს ნახევარსაუკუნოვან იუბილეს

ჯანმრთელობას, ღმერთის მფარველობას, მრავალ ბედნიერ წლებსა

და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს!

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge