მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!!! 08.10.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე გუნდების ხელმზღვანელების, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და გულშემატკივართა საყურადღებოდ!!!

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე 2019 წლის საფეხბურთო სეზონის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატების ყველა მატჩის შედეგებსა და პერიოდულად განახლებულ სატურნირო ცხრილს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (საიტზე) კვლავაც იხილავთ. თქვენთვის უფრო კომფორტული რომ გამხდარიყო ყველა ტურის შედეგების ერთ გვერდზე ნახვა მცირედი ცვლილება შევიტანეთ.

ამიერიდან, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ხუთივე ჩემპიონატის მეორე ნახევრის სათამაშო კალენდარი განთავსებული "ჩემპიონატების" განყოფილებაში. ყოველი ტურის შემდეგ, თქვენ კურსორით (ისარით) ზემო პანელზე უნდა მოძებნოთ, (მთავარი, სიახლეები, ფედერაცია - შემდეგი) მე-4 სექტორი, რომლის სახელწოდებაა "ჩემპიონატები". ამ განყოფილებაში ვერტიკალურად განლაგებულია ხუთივე ჩემპიონატი, აირჩევთ თქვენთვის სასურველ გათამაშებას და კურსორით (ისარით) მიუთითებთ "სრულად ნახვას" და თქვენ იხილავთ ამ ჩემპიონატის განახლებულ სატურნირო ცხრილსა და სეზონის მეორე ნახევრის ყველა შედეგს.

ზემო პანელზე აღნიშნულ განყოფილებებზე "მთავარი" და "სიახლეები" ამიერიდან განთავსდება მხოლოდ ახალი ამბები.

ყოველივე ეს თქვენი კომფორტისათვის გავაკეთეთ. მადლობა თანამშრომლობისთვის...

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge