მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



იუბილე: ბონდო კაკუბავა 75 წლისაა! 15.09.2019

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ოჩამჩირის "ამირანის", გალის მზიურისა" და დევნილობაში თბილისის "გოლიადორის" (თბილისის ჩემპიონი და მიხეილ მესხის სახელობის თასის მფლობელი) ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ბონდო კაკუბავა დღეს 75 წლის გახდა. მის ღვაწლსა და ღირსების მთავარი ბრილიანტი ისაა, რომ ბონდო კაკუბავამ გვაჩუქა, ქართული ფეხბურთის ჩაუქრობელი ვარსკვლავი ვიტალი დარასელია. სწორედ ბონდო კაკუბავამ აღმოაჩინა და აღზარდა ფეხბურთელად, ქართული ფეხბურთისთვის დღემდე ყველაზე მთავარი ტიტულის, თასების მფლობელთა თასის მოპოვებისას გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ვიტალი დარასელია.

აღსანიშნავია ის, რომ გასული წლის ივნისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბონდო კაკუბავა, ქართულ ფეხბურთში შეტანილი ღვაწლისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი, ყველა აფხაზეთელისა და ქართული ფეხბურთის ქომაგის სახელით, ბატონ ბონდო კაკუბავას ულოცავს იუბილეს, დიდხანს სიცოცხლესა და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge