მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



ნუგზარ ჯუღელი აღარ გვყავს... 02.09.2019

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ნუგზარ ჯუღელის სპორტულ რეპორტაჟებს, საფეხბურთო, საკალათბურთო თ სპორტის სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებებიდან, დიდი მოლოდინით ელოდა ქართველი გულშემატკივარი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნუგზარ ჯუღელი თავისი რეპორტაჟებითა და საერთოდ, თავისი ცხოვრებით ალამაზებდა არა მართო ქართულ ფეხბურთს, არამედ კალათბურთს... და მთლიანად ქართულ სპორტს.

დღეს მოედანზე, თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ორი თენგიზია: თენგიზ სულაქველიძე და ნუკრი კაკილაშვილი... დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში შესანიშნავი საკალათბურთო ამინდია. ასეთივე ამინდია სოხუმში, ბათუმსა და ფოთუმში... დარსაძე ახტა... და იძულებული იყო ჩამომხტარყო... მჟავანაძესა აქვს ბურთი, შეიჭრა პოლონელთა საჯარიმოში, მოატყუა ერთი, მერე, მესამე, მეოთხეც მოატყუა... რა მატყუარაა ეს მჟავანაძე... - ამ და სხვა სახალისო ფრაზებით ამდიდრებდა ქართულ სპორტს ტელე და რადიო კომანტატორობისას ნუგზარ ჯუღელი... სამწუხაროდ, ამ და სხვა ფრთიანი ფრაზების ავტორი აღარ გვყავს.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში, ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა. 2014 წლის 30 დეკემბერს, მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძასთან, საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის დიქტორებს ვარსკვლავი გაუხსნეს, მათ შორის არის ნუგზარ ჯუღელის ვარსკვლავიც, რომელიც თაობებს გაახსენებს ამ დიდებულ ადამიანს.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი

მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი კომენტატორის

ნუგზარ ჯუღელის

გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge