მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



აღმასკომმა პირველი წრის შედეგები დაამტკიცა 22.07.2019

დღეს, 22 ივლისს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სხდომას აფფ (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია)-ს აღმასკომიის ყველა წევრი ესწრებოდა.

ესენი არიან: სოსო მალანია (აფფ-ს პრეზიდენტი, აღმასკომის თავმჯდომარე), მიხეილ ჯიშკარიანი (აფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი), გიორგი ლომაია, როსტევან ფარცვანია, გიორგი კაკაბაძე. აღმასკომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იყო, რომელიც შემდეგია:

აფფ-ს მიერ 2019 წლის საფეხბურთო სეზონში ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას, ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის, ნიაზ ძიაფშიპას, ვლადიმერ მარღანიასა და გიგა ნორაკიძის სახელობის ჭაბუკთა ასაკობრივი ტურნირების პირველი წრის შედეგების შესახებ;

წინამდებარე საკითხზე აღმასკომის წინაშე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია წარსდგა. აფფ-ს აღმასკომმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი და ერთხმად დაამტკიცა ზემოთ ჩამოთვლილი დიდი პერსონების სახელობის ასაკობრივი ტურნირების პირველი წრის შედეგები.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge