მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  ოქროს წიგნი  |  არქივი  |  კონტაქტი  



საუკუნის წიგნს სამი რჩეული დაემატა 09.07.2019

ამ რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეს გამორჩეულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - ქართულ ფეხბურთში გამორჩეული აფხაზეთელებისთვის სპეციალური წიგნი შექმნა, სახელწოდებით "აფხაზეთის ფეხბურთი - საუკუნის წიგნი". მასში არაერთი იმ გამორჩეული პერსონების გვარ-სახელებია შეტანილი, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს აფხაზეთისა და მთლიანად ქართული ფეხბურთის განიტარების საქმეში. ეს წიგნი თაობიდან-თაობებს გადაეცემა და ამით უკვდავყოფილია ის პიროვნებები, რომლებიც ამ წიგნში მოხვდებიან.

 ამ წიგნს კიდევ სამი გამორჩეული წევრი შეემატა. აფხაზეთის რჩეული სამი პიროვნება ღირსეულად დააფასეს და ამას თაობები გაიგებენ. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, წიგნში "აფხაზეთის ფეხბურთი - საუკუნის მემატიანე" 3 პიროვნება დაემატა. ესენი არიან:

1. მანანა ქვაჩახია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი;

2. ნოდარ კაკულია - ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი;

3. ვალტერ გუჩუა - ვეტერანი ფეხბურთელი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დირექტორი.

აფხააზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ ეს რჩეული სამეული საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge