მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ტრიუმვირატი და დინამოს ახალი რეკორდი (გურამ გაბისკირიას სახელობის თასი) 15.11.2018

მეორე ტურის მატჩები ჩატარდა A ჯგუფში და აქ მდგომარეობა უფრო მეტადაა დაძაბული. თავად განსაჯეთ, 3-3 ქულა ერთბაშად 3 გუნდს აქვს და სამივე ლიდერია, როგორც იტყვიან ტრიუმვირატი მეფობს. საგულისხმოა ის, რომ ერთი მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. ეს ამბები მოხდა გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშებაში.

საგულისხმოა ის, რომ ამ ტურნირში აქამდე ორჯერ დაფიქსირებული 9:0-ის შემდეგ ახალი სარეკორდო შედეგი დაფიქსირდა - 13:0, რომლის ავტორიც "დინამო თბილისია". ახალ რეკორდამდე უპრიანი იქნება ამ ტურნირის სატურნირო მდგომარეობას გავეცნოთ:

 

15.11.2018.

მე-2 ტური. A ჯგუფი.

1. აფხაზეთი-2 - იბერია 2010 (თბ.) - გადაიდო, ჩატარდება 21.11.2018

2. დინამო (თბ.) - გაგრა - 13:0

ასმც. ვარკეთილი - ისვენებს


სატურნირო ცხრილი (მე-2 ტურის შემდეგ)


N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. აფხაზეთი-2 1 1 0 0 9-0 3
2. იბერია 2010 1 1 0 0 4-1 3
3. დინამო (თბ.) 2 1 0 1 14-4 3
4. ასმც. ვარკეთილი 1 0 0 1 0-9 0
5. გაგრა 1 0 0 1 0-13 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge