მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ალგეთს ალაზანი მიუახლოვდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშება) 05.07.2018

მარნეულის "ალგეთმა" მე-11 ტურში წაიფორხილა, ფრე ითამაშა და მდევარი წამოეწია. თუმცა, მდევარი უკვე გურჯაანის "ალაზანია", რომელმაც ამჯერად "ნაძალადევს" სძლია. გურჯაანელებს 2 ქულით ჩამორჩება თბილისის "იბერია 2010", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და გალიდერების კარგი შანსი აქვს.

ეს და სხვა შედეგები დაფიქსირდა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ. ამ ტურნირის ბოლოს გამართული მატჩების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ.

 

30 ივნისი - 01 ივლისი - 2018 წ.

მე-11 ტური

1. ალაზანი (გურჯაანი) - ნაძალადევი - 3:0

2. კრწანისი - "ალგეთი (მარნეული) - 4:4

3. რუსთავი - იბერია 2010 (თბილისი) - 1:4

4. ბორჯომი - ლიახვი (აჩაბეთი) - 3:0

 

* - შენიშვნა - მე-8 ტურის მატჩი "იბერია 2010" - "ბორჯომი" და მე-2 ტურის მე-10 ტურის მატჩი "იბერია 2010" - "ალგეთი" (მარნეული) გაიმართება სეზონის მეორე ნახევარში

 

 

სატურნირო ცხრილი (01.07.2018 წ.)

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ალგეთი (მარნეული) 10 7 2 1 26-14 23
2. ალაზანი (გურჯაანი) 11 7 1 3 29-11 22
3. იბერია 2010 (თბ.) 9 6 2 1 22-9 20
4. ბორჯომი 10 6 0 4 21-16 18
5. ნაძალადევი 11 5 0 6 20-24 15
6. კრწანისი 11 4 1 6 22-28 13
7. რუსთავი 11 2 1 8 12-27 7
8. ლიახვი (აჩაბეთი) 11 1 1 9 13-36 4

 

* - შენიშვნა - არაერთი დარღვევის გამო, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, "ნაძალადევი" მოიხსნა გათამაშებიდან

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge