მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



პირველი ალგეთია (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 21.05.2019

მარნეულის "ალგეთი" დღემდე უდანაკარგოდ ასპარეზობს და სრულიად დამსახურებულადაა პირველ ადგილზე. "ალგეთელებმა" ბოლო მატჩში საკუთარ კედლებში სძლიეს "მცხეთას", თანაც საკმაოდ დიდი ანგარიშით. თუმცა, უფრო დიდი ანგარიშით "დომინანტმა" სძლია "იბერია 2017"-ს. ეს და სხვა ამბები მოხდა ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
ლომები და განთიადი (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 21.05.2019

ასევე მე-5 ტურის მატჩები ჩატარდა ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებულ ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურის შემდეგ ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს: თბილისის "ლომები" და კასპის "განთიადი". თუმცა, "ლომებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ვნახოთ როგორ გამოიყენებენ დედაქალაქელები ამ შანსს.

სრულად ნახვა
მუხრანი კვლავ პირველობს (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 21.05.2019

5 მატჩი 5 მოგება 15 გატანილი ბურთი და ამდენივე ქულა. ასეთია ცხრილის ერთპიროვნული ლიდერის, "მუხრანის" შედეგი 5 ტურის შემდეგ. 8-ბურთიანი სხვაობით მოგება და მეორე ადგილი... ეს და სხვა ამბები მოხდა ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
ლიდერი ორია (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის) 21.05.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2009-2010 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის, გიგა ნორაკიძის სახელობის გათამაშებას, 5 ტურის შემდეგ ორი ლიდერი ჰყავს - "ნაძალადევი" და "რუსთავი". ეს ორი გუნდი დღემდე უდანაკარგოდ ასპარეზობს. მათ ქულათა მაქსიმუმი აქვს და ლიდერების დამსახურებულად არიან...

სრულად ნახვა
უხვგოლიანი მეხუთე ტური 20.05.2019

გასულ უქმეებზე აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივ ჩემპიონატებში მე-5 ტურის მატჩები შედგა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. ამაში თავადვერ დარწმუნდებით, როცა გასულ შაბვათ-კვირას ჩატარებული მატჩების შედეგებს გაეცნობით.

სრულად ნახვა
გლდანელები გვარიანი ფორით გალიდერდნენ (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-04 წლებში დაბადებულთა შორის) 14.05.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 2003-04 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერი გლდანი 2018-ია. გლდანელებს 13 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარს გვარიანი ფორით, ერთბაშად 4 ქულით უსწრებენ... ცხრილის ფსკერზე მყოფი 2 გუნდი კი სულაც უქულოდაა, მაგრამ მათ წინ თითქმის მთელი სეზონი აქვთ...

სრულად ნახვა
ლიდერი რუსთავი სამი მდევარით (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-06 წლებში დაბადებულთა შორის) 14.05.2019
ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელ;შიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, 4 ტურის შემდეგ რუსთავი ერთპიროვნულად ლიდერობს. რუსთაველები აქამდე უდანაკარგოდ ასპარეზობენ და ქულათა მაქსიმუმით პირველობენ. რუსთავს სამი მდევარი ჰყავს და თანაც ამ ტრიოდან არცერთ არ გამოუტვებია მატჩი...
სრულად ნახვა
კასპში განთიადია (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 14.05.2019
ოთხი შესაძლებლობიდან 9 ქულა და მხოლოდ ერთი წაგება, 3 დაკარგული ქულა. ასეთი შედეგი აქვს კასპის "განთიადს", რომელიც 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის, ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატის ლიდერია. კასპელები ერთბაშად 3-3 ქულით უსწრებენ 4 გუნდს. ამ კვარტეტში კი ყველას თითო ან 2 მატჩი აქვს გამოტოვებული და საკითხავია რომელი როგორ გამოპიყენებს გადადებული თამაშების შანსს.
სრულად ნახვა
მუხრანი პირველია! (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წელს დაბადებულთა შორის) 14.05.2019

4 ტურის შემდეგ მუხრანი ერთპიროვნული ლიდერია. ეს გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობს და სრულიად დამსახურებულადაა პირველ ადგილზე. მდევარი კი ერთბაშად 3 ჰყავს, მაგრამ სამივეს 3-3 ქულით უსწრებს... ასეთი მდგომარეობაა ვლადიმერ მარღანიას სახელობის გათამაშებაში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ.

სრულად ნახვა
ნაძალადევი და რუსთავი დაწინაურდა (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-10 წელს დაბადებულთა შორის) 14.05.2019

თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირები გახურდა. უკვე 4 ტურის მატჩები ჩატარდა და უპრიანი იქნება ყველა ჩატარებული ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს გავეცნოთ. ვნახოთ რა ხდება უველაზე უმცროს ასაკში, 2009-10 წლებში დაბადებულთა შორის გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატში ერთბაშად ორი გუნდი, ნაძალადევი და რუსთავი ლიდერობს, რომლებიც აქამდე უდანაკარგოდ ასპარეზობენ და ცხრილის სათავეშიც სრულიად დამსახურებულად არიან.

სრულად ნახვა
 
web-style.ge