მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



გაგრა, რუსთავი, ალგეთი... (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-2006 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

"გაგრა", "რუსთავი" და მარნეულის "ალგეთი" - ასეთია მოწინავე სამეული ავთანდილ (ბასა) ღოღობეწრიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2005-06 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ. ამ ტურნირის პირველი წრე 16 ივნისს დასრულდა, მაგრამ ამ გათამაშების პირველი ნახევრის საბოლოო სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი.

სრულად ნახვა
პირველი წრე იბერიელებმა მოიგეს (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2006-07 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ სეზონის პირველი ნახევარი 16 ივნისს დასრულდა. თბილისის "იბერია 2010", ნორჩი დინამო" და კასპის "განთიადი" ასეთია მოწინავე სამეულის ჩამონათვალი თაქნმიმდევრობით... ამ გათამაშების ცხრილს, აქვე კიდევ ერთხელ გთავაზოთ.

სრულად ნახვა
გარდაბანი გალიდრდა (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატს, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, "გარდაბანის" სახით ახალი ლიდერი ჰყავს. ამ გუნდმა თბილისში სტუმრად იმარჯვა, მანამდე პირცელ-მეორე ადგილზე მყოფმა, შესაბამისად კასპის "განთიადი 2007"-მა და "მუხრანმა" ამ ტურში მარცხები იწვნიეს და პოზიციების დათმობაც მოუწიათ.

სრულად ნახვა
გარეჯმა ნორჩების ადგილი დაიკავა (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უმცროსი ასაკის გათამაშებაში, გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატში, რომელშიც 2009-2010 წელში დაბადებული ბავშვები ასპარეზობენ, სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა. გადადებულ შეხვედრასში საგარეჯოს "გარეჯმა" შინ სძლია "ნორჩი დინამოს" და ცხრილში მეტოქის, მე-8 ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
ორი ლიდერით (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) 18.06.2019

"დიდუბე 2014"-ის მატჩის გადადებით ჩინებულად ისარგებლეს "მუხრანმა" და "განთიადი 2003"-მა, ორივემ იმარჯვა და დიდუბელებს გაუსწრეს. ამ ტურნირს ახლა ორი ლიდერი ჰყავს. "საქართველოს უნივერსიტეტმა" თბილისის "მერანს" სძლია და ათეულის ფსკერს მოსწყდა.

სრულად ნახვა
გაგრამ ლიდრი დასცა და გალიდერდა (ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის სახელობის ჩემპიონატი 2005-2006 წლებში დაბადებულთა შორის) 17.06.2019

"გაგრამ" ლიდერი "რუსთავი" დასცა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. "ცხინვალმა" კი წინა საფეხურზე მყოფ "ნორჩი დინამოს" სძლია და მის ადგილზე აინაცვლა.

სრულად ნახვა
ნორჩებმა მეორეზე აინაცვლეს (ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატი 2006-07 წლებში დაბადებულთა შორის) 17.06.2019

ნიაზ ძიაფშიპას სახელობის ჩემპიონატში, მე-9 ტურმა მხოლოდ მცირედი ცვლილება განაპირობა. კასპის "განთიადმა" და "ნორჩი დინამომ" ადგილები გაცვალეს. "ნორჩები" ახლა მეორეზე არიან კასპელებმა კი მესამეზე ჩამოინაცვლეს.

სრულად ნახვა
სიონი ფავორიტებს არ სცნობს (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 17.06.2019

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტური ფავოტირებისთვის წარუმატებელი გახლდათ. რა თქმა უნდა ეს, ყველა ფავორიტს არ ეხება, მაგრამ, გასულ უქმეებზე ჩატარებულმა ტურმა სატურნირო ცხრილში არაერთი ცვლილება განაპირობა. ლიდერი კასპის "განთიადი 2007" მოულოდნელად კაზრეთში, "სიონთან" დამარცხდა. მართალია, ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ "მუხრანი" ქულებით გაუთანაბრდა. მარნეულის "ალგეთი" 2007" კი სტუმრად "იბერია 2017"-თან დამარცხდა...

სრულად ნახვა
გარეჯმა პირველი მოიგო (გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატი 2009-10 წლებში დაბადებულთა შორის) 17.06.2019

საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა მე-9 ტურის გიგა ნორაკიძის სახელობის ჩემპიონატში. თავად განსაჯეთ, 5 მატჩში 49 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში თითქმის 10 გოლის ტოლფასია...

სრულად ნახვა
ლომკაცის ხსოვნის თასი ლომებისაა (მურად ანჯაფარიძის ხსოვნის ტურნირი-2019) 10.06.2019

დღეს, 2019 წლის 10 ივნისს მურად ანჯაფარიძე 70 წლის გახდებოდა. აფხაზეთელი კაცი, რომელიც ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი დევნილობაში ემსახურებოდა ქართულ ფეხბურთს. კაცი, რომელმაც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია დააფუძნა, წლების განმასვლობაში იყო ამ ფედერაციის პრეზიდენტი და დღენიადაგ იმაზე ზრუავდა, რომ ქართული ფეხბურთის სამჭეოოდან, აფხაზეთიდან წამოსული ტალანტები არ დაკარგულიყვნენ და სრულად გამოევლინათ ღვით ბოძებული ნიჭი ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ... ყოველივე ამისი შემოქმედს, თამამად შეიძლება ვუწოდოთ ლომკაცი...

სრულად ნახვა
 
web-style.ge