მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



სათამაშო კალენდარი - ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი (2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) - 2019 წლის სეზონის მეორე ნახევარი 19.09.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე შეადგინა და დაამტკიცა 2019 წლის სეზონის მეორე ნახევრის სათამაშო კალენდარი ასაკობრივი ლიგის ერთ-ერთი უმცროსი ასაკის გათამაშებაში. ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის მეორე ნახევრის სათამაშო კალენდარი, რომელშიც 2007-2008 წლებში დაბადებული მოზარდები იასპარეზებენ, ასეთია:

სრულად ნახვა
იუბილე: ბონდო კაკუბავა 75 წლისაა! 15.09.2019

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ოჩამჩირის "ამირანის", გალის მზიურისა" და დევნილობაში თბილისის "გოლიადორის" (თბილისის ჩემპიონი და მიხეილ მესხის სახელობის თასის მფლობელი)  მთავარი მწვრთნელი, ბონდო კაკუბავა დღეს 75 წლის გახდა. მის ღვაწლსა და ღირსების მთავარი ბრილიანტი ისაა, რომ ბონდო კაკუბავამ გვაჩუქა, ქართული ფეხბურთის ჩაუქრობელი ვარსკვლავი ვიტალი დარასელია. სწორედ ბონდო კაკუბავამ აღმოაჩინა და აღზარდა ფეხბურთელად, ქართული ფეხბურთისთვის დღემდე ყველაზე მთავარი ტიტულის, თასების მფლობელთა თასის მოპოვებისას, გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი, ვიტალი დარასელია.

აღსანიშნავია ის, რომ გასული წლის ივნისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბონდო კაკუბავა, ქართულ ფეხბურთში შეტანილი ღვაწლისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი, ყველა აფხაზეთელისა და ქართული ფეხბურთის ქომაგის სახელით, ბატონ ბონდო კაკუბავას ულოცავს იუბილეს, დიდხანს სიცოცხლესა და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

სრულად ნახვა
ნუგზარ ჯუღელი აღარ გვყავს... 02.09.2019

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ნუგზარ ჯუღელის სპორტულ რეპორტაჟებს, საფეხბურთო, საკალათბურთო თ სპორტის სხვადასხვა სახეობის შეჯიბრებებიდან, დიდი მოლოდინით ელოდა ქართველი გულშემატკივარი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნუგზარ ჯუღელი თავისი რეპორტაჟებითა და საერთოდ, თავისი ცხოვრებით ალამაზებდა არა მართო ქართულ ფეხბურთს, არამედ კალათბურთს... და მთლიანად ქართულ სპორტს.

სრულად ნახვა
აღმასკომმა პირველი წრის შედეგები დაამტკიცა 22.07.2019

დღეს, 22 ივლისს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სხდომას აფფ (აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია)-ს აღმასკომიის ყველა წევრი ესწრებოდა.

სრულად ნახვა
საუკუნის წიგნს სამი რჩეული დაემატა 09.07.2019

ამ რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეს გამორჩეულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - ქართულ ფეხბურთში გამორჩეული აფხაზეთელებისთვის სპეციალური წიგნი შექმნა, სახელწოდებით "აფხაზეთის ფეხბურთი - საუკუნის წიგნი". მასში არაერთი იმ გამორჩეული პერსონების გვარ-სახელებია შეტანილი, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეიტანეს აფხაზეთისა და მთლიანად ქართული ფეხბურთის განიტარების საქმეში. ეს წიგნი თაობიდან-თაობებს გადაეცემა და ამით უკვდავყოფილია ის პიროვნებები, რომლებიც ამ წიგნში მოხვდებიან.

სრულად ნახვა
ლიდერი ისევ სამია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 08.07.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის პირველი ნახევარი დასასრულს მიახლოვდა. გათამაშებაში, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობენ, ორი, მე-12 და მე-13 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც ცხრილში გარკვეული ცვლილებები განაპირობა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ცხრილს ისევ ტრიო ლიდერობს.

სრულად ნახვა
დიდუბელები 4-ქულიანი ფორით ლიდერობენ (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) 08.07.2019

"დიდუბე 2014"-მა კუთვნილი შანებსი გამოიყენა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშებაში ლიდერი შეიცვალა. დიდუბელებმა სტუმრად ორი გადადებული მატჩი სტუმრად მოიგეს და 4-ქულიანი ფოროთ ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.

სრულად ნახვა
აუტსაიდერმა პირველად იმარჯვა (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) 01.07.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის გათამაშებაში, ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატის ჩატარებულ მე-11 ტურის მატჩებს ლიდერი არ შეუცვლია. მოწინავე სამეულში კი ის ცვლილებაა, რომ "დიდუბე 2014"-მ მესამედან მეორე ადგილზე აინაცვლა. საგულისხმოა ისიც, რომ ცხრილის ფსკერზე მყოფმა კასპის "განთიადი-2"-მა, რომელიც აქამდე ქულის გარეშე ასპარეზობდა, პირველი გამარჯვება იზეიმა...

სრულად ნახვა
პირველზე ერთად სამია (ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატი 2007-08 წლებში დაბადებულთა შორის) 02.07.2019

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ასაკობრივი ჩემპიონატებიდან, სამ გათამაშებაში პირველი წრე დასრულდა, ორში კი გრძელდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვლადიმერ მარღანიას სახელობის ჩემპიონატის მე-11 ტურში მოვლენები დრამატულად განვითარდა. გათამაშებას, რომელშიც 2007-08 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ერთბაშად სამი ლიდერი ჰყავს. მოწინავე ტრიოდან ერთ-ერთმა წინა ლიდერი დაამარცხა, დანარჩენმა ორმაც იმარჯვა და ახლა პირველზე სამი გუნდია... კიდევ ერთი, ამ ტურში სარეკორდო მოგება, 10:0 დაფიქსირდა...

სრულად ნახვა
განთიადი ერთპიროვნული ლიდერია! (ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატი 2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის) 24.06.2019

თუკი მე-9 ტურის შემდეგ ვლადიმერ (სიომა) ბარქაიას სახელობის ჩემპიონატს ორი ლიდერი ჰყავდა, ამჯერად პირველ ადგილზე მხოლოდ კასპის "განთიადი 2003"-ია  ამ გათამაშების პირველი წრის ბოლოსწინა ტურის წინ მეორეზე "მუხრანია", მესამეზე კი "დიდუბე 2014"... თუმცა, საგულისხმოა ის, რომ არაერთი მატჩია გამოტოვებული და ვნახოთ რომელი გუნდი როგორ გამოიყენებს კუთვნილ შანსს.

სრულად ნახვა
 
web-style.ge