მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონ ლიგა  |  ოქროს წიგნი  |  რეგლამენტი  |  კონტაქტი  |  ფესტივალი  



ფინალური შეხვედრა მცხეთაში! 14.12.2022

ჩვენი გათამაშება "ჩემპიონ ლიგა" დასასრულს უახლოვდება. აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში 2022 წელს პირველად  ჩატარდა ყველასათვის სასურველი, დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლა 2005-2014 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. ფედერაციის ხელმძღვანელობა დიდ მადლობას მოგახსენებთ მონაწილეობის მიღებისთვის, ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის თითოეულ თქვენგანს. მომავალ წელს უამრავ სიახლეს გპირდებით!

სრულად ნახვა
გურამ გაბისკირიას თასი საბურთალო ბენდელას გამარჯვებით დასრულდა 08.12.2022

საქართველოს ეროვნული გმირის,  გურამ გაბისკირიას სახელობის თასის 2022 წლის გათამაშება!

 

სრულად ნახვა
ჩემპიონატში მონაწილეთა საყურადღებოდ! 10.09.2022

ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსდა კალენდარული მატჩების განრიგები.

გთხოვთ გადაამოწმოთ არსებული ინფორმაცია და ჩაინიშნოთ პირველი მატჩები.

სამშაბათს, 13 სექტემბერს, ახალ ოფისში უკვე შეგეძლებათ ახალი მოთამაშეების დარეგისტრირება და კალენდრების მიღება!

 

მწვრთნელთა საყურადღებოდ! 08.09.2022

ჩემპიონატში მონაწილეთა საყურადღებოდ!

საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება II წრის კალენდარულ მატჩებთან დაკავშირებით. გთხოვთ გადაამოწმოთ ინფორმაცია კატეგორიაში "ჩემპიონ ლიგა" და ჩაინიშნოთ ტურის პირველი თამაშები. სრული ინფორმაცია განახლდება ეტაპობრივად.

გისურვებთ წარმატებებს!

პატივისცემით,

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია

LIVE 06.06.2022

სიახლე ჩემპიონ ლიგაში მონაწილე ჭაბუკებისთვის და მათი გულშემატკივრებისთვის!

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია გთავაზობთ მატჩების შედეგების და გატანილი ბურთების ავტორების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ონლაინ რეჟიმში. 

L I V E    S C O R E

ჩემპიონ ლიგა  2007 

7 ივნისი, სამშაბათი

FULL TIME      "რუსთავი"   0 - 5   "ალგეთი"  

 

16’ სერგი კარაპეტიანი N9

 

49’გურამ ტოროშელიძეN8

 

53’58’ ერეკლე ფხალაძე N11

 

70’ გეგი ლიპარტელიანი  N13

FULL TIME   "თ.ს.აკადემია" თბ.  3 - 1   "ალაზანი" 

51’ ალექსანდრე ეფრემიძე N23

72’ დავით ყურაშვილი N3 ა.გ.

68’ ზუკა რეხვიაშვილი N9

78’ ლუკა მაისურაძე N9

გილოცავთ გიორგობას! 06.05.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია გილოცავთ გიორგობას! გფარავდეთ და გეწეოდეთ დღევანდელი დღის მადლი!

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია მდებარეობას იცვლის! 04.05.2022

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია დროებით წყვეტს მუშაობას და განაახლებს ორშაბათს, ახალ მისამართზე, ახალ ოფისში. გთხოვთ, თვალი ადევნოთ ვებ-გვერდს ან ჩვენს Facebook გვერდს ახალი ინფორმაციის მისაღებად!

მემორანდუმი გაფორმებულია, თანამშრომლობა დაიწყო! 05.04.2022

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთისთვის მომავალი თაობებისთვის აღზრდის საქმეში, ეს დღე მნიშვნელოვანი თარიღია. დღეს, 5 აპრილს, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციასა და ცენტრალური ტელევიზია CTV-ს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამისად, ცენტრალური ტელევიზია CTV, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მედია პარტნიორი გახდა.

სრულად ნახვა
გრანდიოზული სიურპრიზი მომავალ თაობებს: აპრილიდან აფხაზეთის ჩემპიონ ლიგა ცენტრალური ტელევიზიით გადაიცემა 17.03.2022

დიახ, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ მომავალ თაობებს გრანდიოზულ სიურპრიზს უმზადებს და ეს ჩანაფიქრი რამდენიმე დღეში განხორიელდება. მოკლედ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის 2022 წლის სეზონის ბავშვთა და მოზარდთა გათამაშებების მატჩები ტელევიზიით იქნება ნაჩვენები. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ამ ჩანაფიქრის რეალიზაციისათვის და ტექნიკური საკითხებისათვის, რამდენიმე დღეა საჭირო.

სრულად ნახვა
გურამ გაბისკირია 75 წლის გახდებოდა... 02.03.2022

დღეს, 2 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ყოფილი ფეხბურთელის, ყოფილი მსაჯის, სოხუმის "ცხუმის" პირველი პრეზიდენტის, გურამ გაბისკირიას დაბადების დღეა. ეს ბუმბერაზი ქართველი, დღეს 75 წლის გახდებოდა...

სრულად ნახვა
 
web-style.ge